როგორც #Invested Capital-ის დასათვლელად ხდება ბალანსის რეორგანიზაცია, ისე #NOPAT-ის დასათვლელად ხდება მოგება-ზარალის გადაწყობა.
მაკკინზელები მოგება ზარალის საოპერაციო ნაწილის დალაგებას გვირჩევენ #EBITA დონეზე, არც #EBITDA და არც #EBIT (ნახეთ ცხრილი).
რატომ?
EBITDA არ გამოდგება, რადგან მატერიალური აქტივები სინამდვილეში ცვდება, და ბუღალტერიაში გატარებული ცვეთა ზუსტად არა, მაგრამ დაახლოებით მაინც აღწერს აქტივის რეალურად გაუფასურებულ მდგომარეობას. ამიტომ ცვეთა რეალური ხარჯია და არა ბუღალტრული.
EBIT არ გამოდგება იმიტომ, რომ გუდვილის ჩამოწერა და ასევე ნაყიდი არამატერიალური აქტივების ბუღალტრული აღრიცხვა სხვაგვარად ხდება. მაგალითად, ნაყიდი სავაჭრო ნიშანი ცვეთას არ განიცდის, და მისი ამორტიზირებით ან ჩამოწერით, შეიძლება მივიღოთ ხელოვნურად გაზრდილი ROIC-ი.
ასევე აქ მეორე არგუმენტად, ავტორები ამბობენ რომ შიდა რესურსით შექმნილი არამატერიალური აქტივების (მაგ.: ბრენდი) კაპიტალიზაცია არ ხდება, ნაყიდისგან განსხვავებით. ნაყიდის ჩამოწერის შემთხვევაში კი გამოდის რომ ღირებულების შემიცირება გაორმაგებულად ხდება, რადგან ნაყიდ არამატერიალურ აქტივებს როგორც წესი მნიშვნელოვანი ხარჯების წახმარება ჭირდება ღირებულების შესანარჩუნებლად…
შინაარსობრივად, მატერიალური აქტივების მხარდაჭერა-ზრდა – CapEx-ის მუხლით, საოპერაციო ხარჯი არ არის, და მისი ოპერაციებში გადატანა ამორტიზაციით ხდება, ხოლო არამატერიალრი აქტივების მხარდაჭერა პირდაპირ ხარჯებში მიდის… ამიტომ ერთიდაიგივე პერიოდში ხარჯების გაზრდა ორმაგად ამციმებს საოპერაციო მოგებას.
ვფიქრობ, ავტორების რჩევა უშუალოდ პრაქტიკიდან მოდის.
პ.ს.
ფოტოზე ასევე ჩანს საოპერაციო ლიზინგის პროცენტი. ეს იმიტომ რომ ქირით/საოპერაციო ლიზინგით აღებული აქტივების აყვანა ხდება ბალანსზე და პროცენტის დადგენას ახდენენ AA რეიტინგის მქონე ათწლიანი სესხების პროცენტის განაკვეთზე დაყრდნობით.
რაც შეეხება ფინანსურ ლიზინგს, მისი პროცენტი საერთოდ არ მონაწილეობს NOPAT-ის შემცირებაში, რადგან როგორც სესხის პროცენტი ისე განიხილება…

Source:
#VALUATION – Measuring and Managing the Value of Companies
7th Edition
McKinsey & Company
Tim Koller, Marc Goedhart, David Wessels

Leave a Reply