M. Goedhart
-

ორგანიზაციის უკეთ დასანახად საინტერესოა ROIC-ის ჩაშლა კომპონენტებად და ანალიტიკური შედარება კონკურენტებთან. მაგალითად, როგორც სურათზე ჩანს, Costco-ს აქვს დაბალი საოპერაციო მარჟა კონკურენტებთან შედარებით, თუმცა ის უფრო მაღალი ღირებულების შექმნას ახერხებს იმის გამო რომ აქტივების პროდუქტიულობა გაცილებით უკეთესი აქვს. ამასთან ხარჯვით ნაწილში ზოგადი ხარჯების წილი უფრო დაბალია ვიდრე პირდაპირის, რაც სავარაუდოდ უფრო უკეთეს საოპერაციო ლევერეჯს და უფრო…
-

როგორც #Invested Capital-ის დასათვლელად ხდება ბალანსის რეორგანიზაცია, ისე #NOPAT-ის დასათვლელად ხდება მოგება-ზარალის გადაწყობა. მაკკინზელები მოგება ზარალის საოპერაციო ნაწილის დალაგებას გვირჩევენ #EBITA დონეზე, არც #EBITDA და არც #EBIT (ნახეთ ცხრილი). რატომ? EBITDA არ გამოდგება, რადგან მატერიალური აქტივები სინამდვილეში ცვდება, და ბუღალტერიაში გატარებული ცვეთა ზუსტად არა, მაგრამ დაახლოებით მაინც აღწერს აქტივის რეალურად გაუფასურებულ მდგომარეობას. ამიტომ ცვეთა რეალური ხარჯია და არა ბუღალტრული. EBIT არ გამოდგება იმიტომ, რომ…
-

ერთი საკითხი, რაც მაკკინზელებთან, ორგანიზაციის შეფასების ტექნოლოგიაში, მომეწონა არის ფინანსური ანგარიშების რეორგანიზების მიდგომა. ქვემოთ, ფოტოზე მოცემულია გადაწყობილი ბალანსი. რეორგანიზებისას ჯერ ხდება საოპერაციო აქტივების და ვალდებულებების დალაგება, შემდეგ არასაოპერაციო მუხლების და ბოლოს დაფინანსების წყაროებით გადახურვა (გადამოწმება). ოღონდ ეს არ არის ჩვეულებრივი ფულადი ნაკადების უწყისის ტერმინოლოგია. საოპერაციოში იგულისხმება ის აქტივები და ვალდებულებები რომლებიც ემსახურებიან კომპანიის ძირითად საქმიანობას,…
-

კარგად იცით რა კონკურენტულ უპირატესობას აშენებთ თქვენი ორგანიზაციისთვის? კონკურენტული უპირატესობის არსებობის ყველაზე კარგი საზომია ROIC (Return on Invested Capital), და აი რატომ: ROIC = (1+tax rate) * [Unit Price – Unit Cost] / Invested Capital ფორმულა ორ ჭრილში ხედავს ორგანიზაციას: 1. საოპერაციო მარჟის სიდიდე და 2. ინვესტირებული კაპიტალის ეფექტურიბა. მიუხედავად იმისა, როგორია ბიზნეს მოდელი –…