Business Value
ROIC = კონკურენტული უპირატესობა

კარგად იცით რა კონკურენტულ უპირატესობას აშენებთ თქვენი ორგანიზაციისთვის?
კონკურენტული უპირატესობის არსებობის ყველაზე კარგი საზომია ROIC (Return on Invested Capital), და აი რატომ:
ROIC = (1+tax rate) * [Unit Price - Unit Cost] / Invested Capital
ფორმულა ორ ჭრილში ხედავს ორგანიზაციას: 1. საოპერაციო მარჟის სიდიდე და 2. ინვესტირებული კაპიტალის ეფექტურიბა. მიუხედავად იმისა, როგორია ბიზნეს მოდელი - ფიქსირებულ აქტივებს ყიდულობთ თუ ქირაობთ, მათავარია ROIC-ი მაღალი გქონდეთ...
აქ მნიშვნელოვანია იმის გააზრება რომ კონკურენტული უპირატესობა არსებობს ცალკეული ბიზნეს ერთუელბის ან პროდუქტების ჭრილში. თუ გვინდა, რომ კონკურენტული სტრატეგია თეორიად არ დარჩეს და რეალურად შევიგრძნოთ, ის ქვედა დონის ოპერაციებში უნდა ვეძებოთ... უნდა მივაგნოთ რა და როგორ გავლენას ახდენს ROIC-ზე...
ასევე მნშვნელოვანია, რომ საშუალო ROIC-ი განსხვავდება ინდუსტრიების მიხედვით. რაც უფრო დიფერენცირებადი ღორებულების შექმნაა შესაძლებელი კონკრეტულ ინდუსტრიაში მით უფრო მაღალია საშუალო ROIC-ი.
ამასთან, თვითონ ინდუსტრიის შიგნით როგორც წესი ძალიან დიდია სტანდარტული გადახრა (STDV) საშუალო ინდუსტრიული მაჩვენებლიდან, ზოგი ორგანიზაცია კარგად მუშაობს ზოგი ცუდად, და როგორც სტატისტიკური კვლევები ადასტურებენ - ტენდეციები ორგანიზაციების მიხედვით გრძელვადიანია...
P.S.

წყარო:
#VALUATION - Measuring and Managing the Value of Companies
7th Edition
McKinsey & Company
Tim Koller, Marc Goedhart, David Wessels