ერთი საკითხი, რაც მაკკინზელებთან, ორგანიზაციის შეფასების ტექნოლოგიაში, მომეწონა არის ფინანსური ანგარიშების რეორგანიზების მიდგომა. ქვემოთ, ფოტოზე მოცემულია გადაწყობილი ბალანსი.
რეორგანიზებისას ჯერ ხდება საოპერაციო აქტივების და ვალდებულებების დალაგება, შემდეგ არასაოპერაციო მუხლების და ბოლოს დაფინანსების წყაროებით გადახურვა (გადამოწმება). ოღონდ ეს არ არის ჩვეულებრივი ფულადი ნაკადების უწყისის ტერმინოლოგია.
საოპერაციოში იგულისხმება ის აქტივები და ვალდებულებები რომლებიც ემსახურებიან კომპანიის ძირითად საქმიანობას, და მათი გამოყოფის მთავარი მიზანი არის Invested Capital -ის დათვლა, რომ შემდგომში ROIC-ის უშეცდომოდ გამოყვანა მოხდეს.
მაგალითად, საოპერაციო ფულის მუხშლი წერია არა ფული რომელიც ორგანიზაციას აქვს ბალანსზე, არამედ ფული რომელიც მას საოპერაციო საქმიანობისთვის ჭირდება (შემოსავლების 2%-ს იღებენ ხოლმე უხეშად). დანარჩენი კი როგორც ჭარბი ნაწილი მოცემულია არასაოპერაციო მუხლებში.
ბალანსის გადაწყობის მთელი არსი იმაში მდგომარეობს რომ უნდა შეფასდეს ორგანზიაცია როგორც ოპერაციების ერთობლიობა. ხოლო ის აქტივები და ვალდებულებები, რომელიც მის ძირითად საქმეს არ წარმოადგენენ უნდა გაიმიჯნოს და ცალკე შეფასდეს როგორც განსხვავებული რისკის მატარებლები.
ეს პროცესი საკმაოდ რთულია და ბიზნესის ცოდნას სტრატეგიულ სიღმრეებში მოითხოვს. რომელი აქტივია ძირითადი და რომელი არა? რომელი ვადებულებაა საოპერაციო და რომელი ფინანსური?
მაგალითისთვის, შტატებში მიხვდნენ რომ ქირა/საოპერაციო ლიზინგი შინაარსობრივად ფინანსური ვალდებულებაა, ამიტომ თუ არ ვცდები 2020-დან, ანგარიშგებისას საოპერაციო ლიზინგით აღებული აქტივების კაპიტალიზაცია ხდება ბალანსში (ჩვენთან როგორაა არ ვიცი).


You must be logged in to post a comment.