საინვესტიციო ფსიქოლოგია

  • Zero to One

    Zero to One

    📘 რატომ არის საინტერესო საკითხავი: 📖 ავტორი: პიტერ თილი💳 PayPal-ის თანადამფუძნებელი📱 Facebook-ის ერთ-ერთი პირველი ინვესტორი💼 სილიკონ ველის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ვენჩურული კაპიტალისტი ეს არ არის სამოტივაციო ლიტერატურა, უფრო სტრუქტურული ხედვაა, რომელიც ვფიქრობ საინტერესო უნდა იყოს როგორც ენტრეპრენიორებისთვის ისე ინვესტორებისთვის. 🔢 რას ნიშნავს „0-დან 1-მდე“? პიტერ თილი ამბობს: 👉 0 → 1 ნიშნავს ისეთი რამის შექმნას,…

    Read more →

  • ფასის ფსიქოლოგია

    💡 Pricing Power – არის ძირითადი ინდიკატორი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია იმსჯელო ორგანიზაციის კონკურენტურ პოზიციაზე, და შესაბამისად მის შინაგან ღირებულებაზე. 🧠 ნორმატიული ეკონომიკა ამბობს, რომ მყიდველები რაციონალურები არიან. ქცევითი ეკონომიკა კი გვიჩვენებს, რომ საქმე ასე მარტივად არ არის. ამ კუთხიდან დანახული საინტერესო და უცნაური მიგნენები ასეთია: 🔹 პრესტიჟული ფასები – ზოგჯერ ფასის გაზრდა პირიქით ზრდის გაყიდვებს.…

    Read more →

  • ყველაზე არაეფექტური საწარმო, ის საწარმოა, სადაც ყველა დანადგარი და პერსონალი სრული დატვირტვით მუშაობს… კი, არა-ინტუიციურია. გაჩერებული დანადგარი, ან კადრი წესით რესურსების არაეფექტურ გამოყენებას უნდა ნიშნავდეს… მაგრამ როგორც მრავალგზის გამოცდილი შეზღუდვების თეორია (Theory of Constraints -ToC) ამბობს, სინამდვილე საპირისპიროა… ToC საოპერაციო მენეჯმენტის ყველა აკადემიურ ლიტერატურაშია მოცემული, მაგრამ მე მომეწონა ბიზნეს ნოველა The Goal, by Eliyahu M.…

    Read more →

  • სამშენებლო პროექტების დაგვიანება და ბიუჯეტის მასშტაბური გადახარჯვა, როგორც ჩანს მარტო ქართული პრობლემა არ არის. Daniel Kahneman-ი, წიგნში Thinking, Fast and Slow, ამ ფენომენს დაგეგმვის ცდომილებას (Planning Fallacy) უწოდებს. ფენომენი გამომდინარეობს ადამიანის არარაციონალური მიდრეკილებისგან დაგეგმოს სასურველი (და არა ობიექტურად მოსალოდნელი) სცენარი. სამწუხაროდ ეს პრობლემა ყველას გვეხება. მაგალითად, აღნიშნული წიგნიდან: 2005 წლის კვლევამ, რომელიც 1969-98 წლებში საერთაშორისო…

    Read more →

  • ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინვესტორებს შორის არსებობს გამოთქმა: გაყიდე მაისში და დაისვენე. ქვემოთ ამის დამადასტურებელი სტატისტიკაა, მაგრამ რა იწვევს ამას? ქვემოთ გრაფიკზე მოცემულია იგივე ტიპის სტატისტიკა, სექტორების მიხედვით. დააკვირდით რომ საცალო ვაჭრობის სექტორი ყველაზე ნაკლებად განიცდის ამ ფენომენის გავლენას: შესაძლოა, ეს იმის ბრალია რომ ზაფხულში უბრალოდ უფრო მეტი ადამიანი ისვენებს… გრაფიკების წყარო: James Montier, Behavioral Investing.…

    Read more →

  • Freakonomics – ფარული მხარეები

    კარგი წიგნია. მომეწონა და შევაჯამებ მიგნებებს. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ არის არაორდინალური წიგნი, რომელშიც მოცემული მოსაზრებები კვლევებს ეყრდნობა. ამ თავში განხილულია მომენტი თუ როგორ მოქმედებს ადამიანებზე მოტივაცია, და რომ ისეთი ღირსეული პროფესიის მქონე ადამიანებიც კი, როგორებიც მასწავლებლები და სუმოს მოჭიდავეები არიან “თაღლითობენ” თუ ეს მათ აწყობთ (რა თქმა უნდა ყველას არ ეხება, თუმცა არც…

    Read more →

  • მოლოდინების ეფექტი

    Value Investing-ი თითქოს ძალიან მარტივია, უნდა იყიდო აქცია როცა ის შინაგან ღირებულებაზე დაბლაა და გაყიდო, როცა შინაგან ღირებულებას გადააჭარბებს… სინამდვილეში სწორი გადაწყვეტილებების მიღება გაცილებით რთულია, თუნდაც მათემატიკური სიზუსტით შეგვეძლოს შინაგანი ღირებულების დანახვა და მთელ ბაზართან შედარებით უკეთესი ცოდნა გაგვაჩნდეს… 5 ლარიანი ტკივილ გამაყუჩებელი სინამდვილეში ბევრად უფრო უკეთესად მოქმედებს ვიდრე 50 თეთრიანი (მიუხედავად შიგთავსისა); ლამაზი ჭურჭლით…

    Read more →

  • ბევრ ინვესტორს გონია რომ Dr. Jekyll-ია, მაგრამ კველევბი ადასტურებენ რომ ყველა მათგანში ცხოვრობს Mr. Hyde-ი. როგორც მკვლევარები ამბობენ, ჩვენ ადამიანები, კარგად ვერ ვაფასებთ “მხეცს” რომლიც თითოეულ ჩვენგანში ცხოვრობს და რომლის გაკონტროლება ემოციური სტრესისას თითითქმის შეუძლებელია (ვფიქრობ აღმსარებელი ქრისტიანებისთვის ეს სიახლე არ არის). ქვემოთ ცხრილში, მოცემულია კვლევის შედეგები, თუ როგორ განსხვავებულად აფასებენ ადამიანები საკუთარ თავს დაწყნარებულ…

    Read more →

  • ფასის დაანკერების პრინციპი

    ადამიანური ქცევის ჭრილში თუ განვიხილავთ, ისეთი ფუნდამენტური ეკონომიკური მოდელიც კი როგორიც მოთხოვნა-მიწოდების მრუდების წონასწორობის პრინციპია, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება… საქმე იმაშია, რომ ეკონომიკური მოდელები ეყრდნობიან დაშვებას ადამიანების რაციონალურობის შესახებ, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. მოთხოვნა-მიწოდების მოდელი ამბობს რომ მოთხოვნისა და მიწოდების მამოძრავებელი ძალები დამოუკიდებელია და მათ შორის არსებული ბალანსი აყალიბებს ფასებს. თუმცა, “ფასის დაანკერების პრინციპი” რომელსაც…

    Read more →

  • შედარების ეფექტი

    როგორც ჩანს ადამიანისთვის ყველაფერი ფარდობითია. ჩვენ სულელურ გადაწყვეტილებებს ფარდობითობის პრინციპზე დაყრდნობით ვიღებთ და შემდეგ “რაციონალურად” ვრაცხავთ. ასე ხდება საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებს დროსაც, განსაკუთრებით როცა ორგანიზაციების შეფასებაში მამრავლების მეთოდს ვიყენებთ. ეს როგორ მუშაობს პრაქტიკაში? როცა გვაქვს შესადარებელი ორი ორგანიზაცია სხვადასხვა ატრიბუტებით, ჩვენ გვიჭირს შედარება, მაგრამ თუ გაჩნდება მესამე ორგანიზაცია, რომელიც შედარებადია რომელიმესთან, მაშინ ირაციონალურ გადაწყვეტილებას ვიღებთ.…

    Read more →