შინაარსზე გადასვლა

Thinking, Fast and Slow by Daniel Kahneman

დაგეგმვის ცდომილება

სამშენებლო პროექტების დაგვიანება და ბიუჯეტის მასშტაბური გადახარჯვა, როგორც ჩანს მარტო ქართული პრობლემა არ არის. Daniel Kahneman-ი, წიგნში Thinking, Fast and Slow, ამ ფენომენს დაგეგმვის ცდომილებას (Planning Fallacy) უწოდებს. ფენომენი გამომდინარეობს ადამიანის არარაციონალური მიდრეკილებისგან დაგეგმოს სასურველი (და არა ობიექტურად მოსალოდნელი) სცენარი. სამწუხაროდ ეს პრობლემა ყველას გვეხება.

მაგალითად, აღნიშნული წიგნიდან: 2005 წლის კვლევამ, რომელიც 1969-98 წლებში საერთაშორისო სარკინიგზო პროექტებს ეხებოდა აჩვენა, რომ პროექტების 90%-ში დაგეგმილი მგზავრების რაოდენობა საშუალოდ 106%-ით მეტი იყო, ხოლო ბიუჯეტის გადახარჯვა საშუალოდ 45%-ს წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ისტორიულ გეგმაში გარღვევების სტატისტიკა ქვეყნდებოდა, ყოველი ახალი გეგმა ისევ ცდებოდა ყოველგვარი ლოგიკის ჩარჩოებს.

პრობლემას ჩემი აზრით წარმოადგენს არა მხოლოდ ის რომ გეგმა სუპერ ოპტიმისტური დგება, არამედ ისიც რომ არ ხდება განახლებული რეალობის მიყოლა და მომგებიანობის მენეჯმენტი. ცნობილი მაგალითი მახსენდება, როგორ იხარშება ბაყაყი ცეცხლზე დადგმულ ნელთბილ წყალში ისე რომ ვერც იგებს. ზუსტად ასეა გრძელვადიან სამშენებლო პროექტებშიც.

კარგი ამბავი ისაა, რომ თუ შევქმნით ანგარიშგების მარტივ და ეფექტურ სისტემას და თვეში ერთხელ მაინც დავსვავთ სწორ შეკითხვებს, როგორც გადახარჯვის, ისე დაგვიანების პრობლემას მინიმუმამდე დავიყვანთ. შეკითხვები ასეთი შეიძლება იყოს:

ვადები:

  1. რამდე დღე ჩამოვრჩებით გეგმას?
  2. რა ჯდება საშუალოდ ერთი დაგვიანებული დღე?
  3. პრობლემა სისტემურია? მომავალშიც მოსალოდნელია დაგვიანება?
  4. რამდენად გადაიწევს ჯამურად პროექტის დამთავრების ვადა?
  5. რა შეგვიძლია გავაკეთოთ რომ დავუბრუნდეთ გეგმას?
  6. დაგვიანება უფრო ძვირია თუ გეგმაზე დაბრუნების ინიციატივები?
  7. რა ახალი რისკების წინაშე შეიძლება დავდგეთ ახლო მომავალში?

ბიუჯეტი:

  1. რა ღირებულების სამუშაოები უნდა შეგვესრულებინა დღემდე?
  2. როგორია ბიუჯეტის შესრულება დაგეგმილი (არა მიმდინარე) ფასებით ?
  3. რა მასშტაბის გადახარჯვა გვაქვს მასალების გაძვირების გამო?
  4. რა მასშტაბის გადახარჯვა გვაქვს მუშახელის გაძვირების გამო?
  5. რა მასშტაბის გადახარჯვა გვაქვს ხარისხის გამოსწორების გამო?
  6. ხომ არ უნდა შევიტანოთ ცვლილებები პროექტის არქიტექტურაში?
  7. ხომ არ უნდა შევიტანოც ცვლილებები მომწოდებლებში ? შემსრულებლებში?
  8. ხომ არ უნდა ავსახოთ გადახარჯვა შემოსავლების ნაწილში?
  9. რა რისკების წინაშე დგას პროექტის ბიუჯეტი მომავალში?

მომგებიანობა:

  1. როგორია პროექტის მომგებიანობა განახლებული ბიუჯეტის და ვადების გათვალისწინებით?

P.S.

აქ შეგიძლიათ ნახოთ ანგარიშგების ფორმა, რომელშიც ასახულია ის ძირითადი კითხვები რომელსაც Earned Value Report-ით პასუხობენ ხოლმე: Download Form

P.P.S

სამშენებლო პროექტების მართვისთვის და მსგავსი ანგარიშების ავტომატური წარმოებისთვის არსებობს სხვადასხვა პროგრამები. მე პირადად ვიყენებ ხოლმე MS-Project-ს, რომელიც ფართოდ გავრცელებულია, იაფია და მარტივი დასანერგია. სურვილის შემთხვევაში შემიძლია დანერგვაში დაგეხმაროთ.

PPPS

სტანდარტული რეპორტები MS-Project-დან:

Cost Overview - ჩანს რომ ბიუჯეტის შესრულება 23%-ია, გადახარჯვა მიმდინარე მდგომარეობით 213,000 (რეალური + მომავალში მოსალოდნელი):

Cash Flow - ჩანს რომ 3,582 ათასი ლარის სამუშაოები უნდა შესრულებულიყო გეგმით და შესრულდა 3,164 ათასი ლარის (საბაზისო ფასებით) და დაჯდა 3.273 ათასი ლარი. ანუ ჩამორჩენაც არის და გადახარჯვაც:

Earned Value - აქ დამატებით ჩანს Estimated Actual Cost (EAC), რომელიც არის პროექტის მოსალოდნელი ჯამური ბიუჯეტი ისტორიული ეფექტურობის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა რა ცვლილებები გავაკეთეთ მომავლის გეგმაში:

Discover more from Eon Investment

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading