შინაარსზე გადასვლა

Predictably Irrational, The Hidden Forces That Shape Our Decisions by Dan Ariely.

ფასის დაანკერების პრინციპი

ადამიანური ქცევის ჭრილში თუ განვიხილავთ, ისეთი ფუნდამენტური ეკონომიკური მოდელიც კი როგორიც მოთხოვნა-მიწოდების მრუდების წონასწორობის პრინციპია, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება...

საქმე იმაშია, რომ ეკონომიკური მოდელები ეყრდნობიან დაშვებას ადამიანების რაციონალურობის შესახებ, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

მოთხოვნა-მიწოდების მოდელი ამბობს რომ მოთხოვნისა და მიწოდების მამოძრავებელი ძალები დამოუკიდებელია და მათ შორის არსებული ბალანსი აყალიბებს ფასებს. თუმცა, "ფასის დაანკერების პრინციპი" რომელსაც ბიჰევიორისტებმა მიაგნეს, სერიოზულ კითხვებს აჩენს არსებულ მოდელთან მიმართებაში...

მაგალითად, შავი მარგალიტის ფასების მაღალი დონე სრულებითაც არ იყო გამოწვეული იმით რომ ის თეთრ მარგალიტზე უფრო ლამაზია, ანუ უფრო ნაკლები რაოდენობით მოიპოვება. უფრო მეტიც, იქ სადაც მარგალიტებს მოიპოვებდნენ, თეთრი ბევრად ძვირი ღირდა შავზე... თუმცა ახალგაზრდა ფრანგმა Jean-Claude Brouillet-მა მოახერხა მისი პოზიციონირება ბრილიანტის გვერდით, რამაც მოთხოვნა შექმნა და ფასები მაღალ ნიშნულზე "დააანკერა..."

ბევრი კვლევები ადასტურებენ ფასის დაანკარების ფენომენს, რომელიც ადამიანებს არარაციონალურ გადაწყვეტილებებს აღებინებს და ამაში დიდი წვლილი შეაქვს მეხსიერებას...

წარმოიდგინეთ რომ საწვავის ფასები გაიზარდა 30%-ით. ვხვდებით რომ ამას მოჰყვება მოთხოვნის შემცირება. მაგრამ ისმის კითხვა, რამდენით შემცირდებოდა მოთხოვნა თუ ადამიანებს უბრალოდ მეხსიერებას წავუშლით საწვავის ისტორიული ფასების შესახებ? მოთხოვნა შემცირდება იმიტომ რომ ფასი გაიზარდა, თუ იმიტომ რომ ფასი შედარებით მაღალია იმ ფასთან რომელიც მე მახსოვს? ფასის გაზრდა რეალურად ამცირებს მოთხოვანს საწვავზე გრძელვადიან პერიოდში?

საქართველოში, უძრავი ქონება მნიშვნელოვნად გაძვირდა თვითღირებულების ზრდის გამო (მიწოდების მრუდი გადაადგილდა ზემოთ და მარცხნივ), თუმცა იმის გამო, რომ ბევრი უცხო ქვეყნის რეზიდენტი ჩამოვიდა რომელთა გონებაში "დაანკერებული" უძრავი ქონების ფასები მაღალია, ტრაქნზაქციების რაოდენობა არ შემცირებულა... ბიჰევიორისტები ამბობენ რომ გეოგრაფიული არეალის შეცვლის შემდეგ ადამიანებს "დაანკერებული" ფასები თან მიაქვთ...

და ბოლოს,

რა ხდება როცა აქციებს ვყიდულობთ ან ვყიდით? ვიცით რომ რაციონალურ გადაწყვეტილებებზე საერთოდ არ უნდა ახდენდეს გავლენას ისტორული ფასი, მაგრამ არის ეს ასე? ადამიანები ხშირად ყიდულობენ აქციებს მათი ფასის შემცირების გამო მიუხედავად იმისა ორგანიზაციის შინაგანი ღირებულების ფუნდამენტური მაჩვენებლები რა მდგომარეობაშია... და პირიქით, ხშირად არ ყიდულობენ აქციებს იმის გამო რომ ისტორიული ზრდა მაღალი იყო... მაგრამ ეს ქცევა ნამდვილად არ არის რაციონალური...

მოსაზრებების წყარო:

Predictably Irrational: The Hidden Forces That Shape Our Decisions
By Dan Ariely

Discover more from Eon Investment

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading