ბევრ ინვესტორს გონია რომ Dr. Jekyll-ია, მაგრამ კველევბი ადასტურებენ რომ ყველა მათგანში ცხოვრობს Mr. Hyde-ი.

როგორც მკვლევარები ამბობენ, ჩვენ ადამიანები, კარგად ვერ ვაფასებთ “მხეცს” რომლიც თითოეულ ჩვენგანში ცხოვრობს და რომლის გაკონტროლება ემოციური სტრესისას თითითქმის შეუძლებელია (ვფიქრობ აღმსარებელი ქრისტიანებისთვის ეს სიახლე არ არის).

ქვემოთ ცხრილში, მოცემულია კვლევის შედეგები, თუ როგორ განსხვავებულად აფასებენ ადამიანები საკუთარ თავს დაწყნარებულ და აღგზნებულ მდგომარეობაში (შევეცადე ყველაზე მსუბუქი ცხრილი შემერჩია, ქვემოთ მითითებულ წყაროში არის კიდევ სხვა შედეგებიც).

ეს ქცევითი მომენტი პირდაპირ კავშირშია საინვესტიციო საქმიანობასთან. ისეთი ემოციები როგორიც არის მაგალითად “შიში”, ან სიბრიყვეში გადასული “სიმამაცე”, მასშტაბურ გავლენას გავლენას ახდენენ საერთო საინვესტიციო ბაზრის ეფექტურობაზე და არბიტრაჟის ფანჯრებს ხსნიან შედარებით ცივად მოაზროვნე ინვესტორებისთვის…



წყარო:
Predictably Irrational:
The Hidden Forces That Shape Our Decisions
By Dan Ariely