Predictably Irrational, The Hidden Forces That Shape Our Decisions by Dan Ariely.
შედარების ეფექტი

როგორც ჩანს ადამიანისთვის ყველაფერი ფარდობითია. ჩვენ სულელურ გადაწყვეტილებებს ფარდობითობის პრინციპზე დაყრდნობით ვიღებთ და შემდეგ "რაციონალურად" ვრაცხავთ.
ასე ხდება საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებს დროსაც, განსაკუთრებით როცა ორგანიზაციების შეფასებაში მამრავლების მეთოდს ვიყენებთ.
ეს როგორ მუშაობს პრაქტიკაში?
როცა გვაქვს შესადარებელი ორი ორგანიზაცია სხვადასხვა ატრიბუტებით, ჩვენ გვიჭირს შედარება, მაგრამ თუ გაჩნდება მესამე ორგანიზაცია, რომელიც შედარებადია რომელიმესთან, მაშინ ირაციონალურ გადაწყვეტილებას ვიღებთ.
ქვემოთ ნახაზზე მოცემულია შესადარებელი A და B. როგორც კი გაჩნდება -A, ჩვენ გავაკეთებთ დასკვნას რომ A უკეთესია -A-ზე, და ამ დასკვნას ავტომატურად მივაყოლებთ დასკვნას რომ A უკეთესია B-ზე.

რა თქმა უნდა არ დამეთანხმებით. მაგრამ წიგნიდან* ერთ მაგალითს მოვიყვან: ნახეთ რეკლამა ეკონომისტიდან:, სადაც ილუზორული არჩევანია გაკეთებული, რადგან მეორე და მესამე არჩევანი ერთი დაიგივე ფასად ორ განსხვავებულ სარგებელს გვთავაზობს. თქვენი აზრით გამომწერების უმრავლესობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ასეთი რეკლამის გავლენით?

და თუ გავაქრობთ ილუზორულ არჩევანს, ამით შეიცვლება რამე?
ეხლა ტესტირების შედეგები ნახეთ:

როგორც ჩანს ოპტიკური ილუზიის პრინციპი კარგად მუშაობს გადაწყვეტილებების მიღების პროცესშიც:

წყარო
Predictably Irrational
The Hidden Forces That Shape Our Decisions
Dan Ariely