კარგი წიგნია. მომეწონა და შევაჯამებ მიგნებებს. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ არის არაორდინალური წიგნი, რომელშიც მოცემული მოსაზრებები კვლევებს ეყრდნობა.
- რა საერთო აქვთ სუმოს მოჭიდავეებს და სკოლის მასწავლებლებს?
ამ თავში განხილულია მომენტი თუ როგორ მოქმედებს ადამიანებზე მოტივაცია, და რომ ისეთი ღირსეული პროფესიის მქონე ადამიანებიც კი, როგორებიც მასწავლებლები და სუმოს მოჭიდავეები არიან “თაღლითობენ” თუ ეს მათ აწყობთ (რა თქმა უნდა ყველას არ ეხება, თუმცა არც თუ ისე ცოტას ეხება).
მაგალითად, არსებობს ალგორითმი, რომელიც მოსწავლეების ტესტირების შედეგების ანალიზით იმ მასწავლებლების გამოვლენას ახდენს, რომლებაც მოსწავლეებს პასუხების ნაწილი გამოცდამდე მიაწოდეს…
- როგორ გავს KU KLUX KLAN-ი უძრავი ქონების აგენტებს:
აქ საუბარია იმაზე, რომ ადამიანები ხშირად იყენებენ ინფორმაციის ფლობის ასიმეტრიულობას იმისთვის რომ მიაღწიონ შედეგებს. ეს KU KLUX-ი იყო საიდუმლო რასისტული დაჯგუფება შტატებში, რომელიც ათას უბედურებას ჩადიოდა, მაგრამ დაჯგუფება დაიშალა მას შემდეგ რაც მათი საიდუმლო გეგმების გამოცხადება ერთ-ერთმა იდუმალმა წევრმა რადიოთი დაიწყო.
აქვე, ავტორი ამტკიცებს, რომ იგივეობრივად ინფორმაციის ასიმეტრიულობას იყენებენ უძრავი ქონების აგენტები იმისთვის, რომ ფასები დააწევინონ ქონების გაყიდვის მსურველებს. ისინი ირიბი მესიჯებით არწმუნებენ მფლობელს რომ ფასი უნდა დაწიოს. ამით აგენტები იგებენ ტრანზაქციას და კარგავენ თითქმის არაფერს.
- რატომ ცხოვრობენ წამლის ბარიგები დედებთან ერთად?
წიგნში განხილულია კოკაინის ბიზნესის ფინანსური მხარე და რეალიზატორების მოტივაციის სისტემა. ნაჩვენებია, რომ იერარქიის დაბალ საფეხურზე მყოფ ადამიანებს იმაზე დაბალი ხელფასი აქვთ ვიდრე მაგალითად რესტორნებში მიმტანებს, თუმცა იმის გამო რომ მომავალში მაღალ საფეხურზე ასვლის იმედი აქვთ, მზად არიან სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენონ.
- სად გაქრენ კრიმინალები?
60-ანი წლების შემდეგ კრიმინალი მკვეთრად შემცირდა. წიგნში ნაჩვენებია, რომ ისეთი არგუმენტები რომელიც კრიმინალის შემცირების მიზეზად მიაჩნიათ ხოლმე სინამდვილეში საერთოდ კავშირში არ არის და შემცირება სულ სხვა წარმოუდგენელმა ფაქტორებმა განაპირობეს.
მაგალთად, პოლიციის რაოდებობის ზრდა, უკეთესი კრიმინალური სტრატეგია, ცხოვრების დონის ამაღლება – ეს ის არგუმენტებია, რომლებიც კრიმინალის შემიცრებაზე საერთოდ არ მოქმედებს. აბა რამ შეამცირა?
წიგნის ავტორის აზრით, შემცირებაზე პასუხისმგებელია სამი ფაქტორი – 1. პატიმრების რაოდეობის ზრდა (ბუნებრივია); 2. კოკაინის გაიაფება (ბიზნესი აღარ იყო ისეთი მომგებიანი, რადგან მიწოდება ძალიან გაიზარდა) და 3. აბორტების ლეგალიზაცია (რადგან აბორტებით როგორც წესი ისეთი ადამიანები სარგებლობენ რომლებსაც შვილების ნორმალური აღზრდა არ შეუძლიათ).
ამასთან ავტორი დასძენს, რომ შტატებში ყოველი მეოთხე ფეხმძიმობა აბორტით მთავრდება და კრიმინალის პიკის დროს მოკლილი ადამიანების რაოდენობა ახლოსაც ვერ მოვა აბორტით მკველობასთან.
- რა გვაქვცევს კარგ მშობლად?
წიგნში განხილულია კვლევა, რომელიც გაკეთდა 20 000 ბავშვზე. აიღეს ფაქტორების ჩამონათვალი, რომლებზედაც ფიქრობდნენ რომ წესით გავლენა უნდა მოეხდინა ბავშის განათლებაზე და გააკეთეს რეგრესული ანალიზი. მოკლედ შედეგები მოულოდნელი იყო.
მაგალითად, ისეთი ფაქტორები როგორიცაა ბავშვის მუზეუმში ტარება, ან მშობლის მიერ ბავშვისთვის წიგნის წაკითხვა რეგულარულად ნულოვანი გავლენისაა; მაგრამ ფაქტორები როგორიცაა მშობლის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი ან IQ, გავლენიანია. წიგნში შეჯამებულია 8 გავლენიანი და 8 არაგავლენიანი ფაქტორი რომლებიც გაგაკვირვებენ.
ძირითადი დასკვნები ასეთია. 1) ბავშვზე უფრო დიდ გავლენას ახდენს მისი სამეგობრო წრე ვიდრე ოჯახი; და 2) უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის თუ “ვინ” არის მშობელი ვიდრე ის თუ “რას” გააკეთებს მშობელი აღზრდის პროცესში. ანუ აღზრდა საკუთარი თავის აღზრდიდან იწყება ბავშვის დაბადებიდან ათეულობით წლებით ადრე.
აქვე განხილულია ასევე სახელების თემაც, – ახდენს თუ არა სახელი ბავშვის მომავალზე გავლენას, და სტატისტიკური ანალიზია მოცემული გავრცელებული, გაბრენდილი და დაბრედილი სახელების შესახებ.
მოკლედ კარგი წიგნია…
Freakonomics, – Steven D. Levitt & Stephen J. Dubner
