არც თუ ისე იშვიათად ტერმინებით Pre & Post-Money valuation, არაადეკვატური ციფრების კომუნიკაცია ხდება. რაც გარდა იმისა რომ ხშირად იწვევს პრობლემებს იურდიულ და საგადასახადო ნაწილში, ასევე ქმნის ინვესტორების (Limited Liability Partners) არაადეკვატურ მოლოდინებს.
საქმე იმაშია რომ მარტივი წესით დათვლისას პრივილეგირებულ და ჩვეულებრივ აქციებს აიგივებენ ერთმანეთში, ანუ უგულვებელყოფენ იმ ღირებულებას რაც პრივილეგირებულ აქციას ოფციების სახით ემატება.
ამიტომ უფრო ადეკვატური ციფრების მისაღებად უმჯობესია გამოყენებული იქნას შემთხვევით აღსრულებადი გამოხმობადი ოფიცების მეთოდი.

პირვლ რიგში დავიწყოთ იმით, თუ ინვესტიცია განხორციელდა, და დავუშვებთ რომ ჯანსაღი მოლაპარაკებების შემთხვევაში საბაზრო ფასის გადახდა მოხდა: NPV Limited Partner = 0, ანუ LP Valuation = LP Cost (at Breakeven Valuation).
გახსენებთ, რომ LP Cost, წარმოადგენს LP პარტნორების გაკეთებულ ინვესტიციას მენეჯმენტის ხარჯების ჩათვლით. ანუ, ის დამოკიდებული არის არა მხლოდ კონკრეტული პროექტის შედეგებზე, არამედ ზოგადად ფონდის მენეჯმენტის შედეგებზეც, სადაც შეზღუდული პასუხისმგებლობის პარტნიორებს აქვთ წილები. (ვენჩურული ფონდი ასე ახდენს რისკების დივერსიფიკაციას). ანუ გამომდინარე იქედან თუ როგორია ზოგადად ფონდი ფულის მულტიპლიკატორის მოლოდინები, მენეჯმენტის ხარჯები (fee) და წილი რომელსაც ფონდი იტოვებს (Carry) იანგარიშება LP Cost (უფრო დეტალურად VC Method).
შესაბამისად, თუ ჩვენ პრივილეგირებული ინვესტიციისთვის ავაგებთ გასვლის დიაგრამას, წავიითხავთ შესაბამისი ოფციების ფორმულებით და დავუშვებთ რომ LP Cost = LP Valuation, მაშინ მივიღებთ მთლიანი ორგანიზაციის Implied Post Money Valuations, ანუ საბაზრო ფასს (უფრო დეტალურად Preferred Stock Valuation)
შესაბამისად, რადგან გვეცოდინება ახალი ინვესტიციის წილი და გვეცოდინება მთლიანი ორგანიზაციის ღირებულება დაითვლება, ნარჩენი ღირებულებაც:

ამასთან თუ ორგანიზაციაში არსებობენ ანგელოზი ან წინა სერიის ინვესტორები, და მათი წილებიც ხასიათდება გარკვეული პრივილეგიებით ჩვეულებრივ აქციებთან მიმართებაში, მაშინ მათთვისაც უნდა მოხდეს გასვლის დაიგრამების გაანგარიშებები (ოღონდ აქ ვეყრდნობით ბოლო სერიის ინვესტიციის შემდეგ მიღებულ Implied Valuations, როგორც Exit Value-ს).

აქ მარტივი მოდელია: Implied Valuation Excel Model:
ადაპტირებულია წყაროდან:
Venture Capital & the Finance of Innovation – by A. Metrick & A. Yasuda