შინაარსზე გადასვლა

Excel Models

რეალური ოფციების შეფასება

რეალური ოფციების შეფასება შესაძლებელია ისევე როგორც ფინანსური ოფციების, თუმცა აქ მთავარი საკითხი სწორი დისკონტირების განაკვეთის მიგნებაა.

გაგახსენებთ, რომ რეალურ ოფციებში მოიაზრება ისეთი გადაწყვეტილებები რომელთა შემობრუნება შეუძლებელი ან თითქმის შეუძლებელია, მაგალითად:

  1. პროექტის დაწყების გადადების ოფცია (Call);
  2. საწარმოს გაფართოების ოფცია (Call);
  3. წარმოების დროში "გაწელვის" ოფცია (Call);
  4. პროექტის შეწყვეტის ოფცია (Put);
  5. წარმადობის შემცირების ოფცია (Put).

რა არის აქ საინტერესო:

რეალური ოფციების გასააზრებლად და შესაფასებლად იყენებენ მოვლენების და გადაწყვეტილებების ხეს. ასეთ დიაგრამაზე კარგად ჩანს მოვლენების სხვადასხვა სცენარით განვითარების შემთხვევაში როგორი გადაწყვეტილების მიღებაა რაციონალური და რა არის მოსალოდნელი შედეგი. მაგრამ სირთულეს წარმოადგენს მიღებული შედეგის დისკონტირების განაკვეთის მიგნება.

გასაგები რომ იყოს წიგნში* მოცემულ კონკრეტულ მაგალითზე ვნახოთ:

საუბარია ინოვაციური საწვავის წარმოების პროექტზე, რომელიც 3 სხვადასხვა ჭრილში განიხილება. A - მოვიგებთ სახელმწიფო ტენდერს, B - მივყიდით ავტომწარმოებლებს და C დაველოდებით, დავაკვირდებით ბაზარს და გავყიდით პირდაპირ მომხმარებლებზე.

მოცემულია სამი სახის რისკი,

  • ტექნიკური (იმუშავებს თუ არა საერთოდ? - beta = 0)
  • კონკურენტული (მოვიგებთ ტენდერს? - beta =0)
  • საბაზრო (როგორი იქნება ნავთობის ფასები? - Beta > 0)

სამივე პროექტს მოკლედ განვიხილავ რომ დისკონტირების განაკვეთის პოვნას შევეხო, ბოლოს კი ავტვირთავ ექსელის მოდელს მათთვის ვისაც დეტალები აინტერესებს:

პროექტი A - სახელმწიფო ტენდერი

სიტუაცია ასეთია: ორგანიზაციამ უნდა გააკეთოს ინვესტირება დღეს რომ დაიწყოს ინოვაციური საწვავის წარმოებაში ჩაშვებაზე მუშაობა. სახელმწიფო ტენდერი ტარდება ერთი წლის შემდეგ, ტენდერს ან მოიგებს ან ვერა.

ამასთან პროექტის მოგების შემთხვევაში კიდევ იქნება დამატებითი ინვესტირება საჭირო, და გვექნება მოგება, თუმცა შეგვიძლია უარის თქმა. თან, თუ ვერ მოვიგეთ პროექტი, კიდევ შესაძლებელია დამატებითი ინვესტირების გაკეთება და შემდგომში მიღებული შედეგების პატენტის სახით გაყიდვა.

რადგან ტენდერის მოგების საკითხი დაკავშირებული არ არის ბაზრის რისკებთან, ვაკეთებთ დაშვებას რომ Beta = 0. შესაბამისად დისკონტირება ურისკო განაკვეთით პრობლემას არ წარმოადგენს. მაგალითში ურისკო განაკვეთი 0%-ის ტოლია. ციფრები და დიაგრამა ასეთია:

პროექტი B - საბითუმო გაყიდვა

საინვესტიციო პარამეტრები იცვლება. ამ შემთხვევაში სხვა ტიპის საწვავის წარმოებაზეა საუბარი. და ერთი წლის შემდგომი შედეგები დამოკიდებულია იმაზე თუ როგორი იქნება ამ დროს ნავთობის ფასი. თუ ნავთობის ფასი კარგი იქნება, მაშინ გვაქვს ოფცია რომ გავაკეთოთ დამატებითი ინვესტიცია და გავიდეთ კარგ შედეგებზე, თუ ცუდი იქნება შეგვიძლია ინვესტიცია არ გავაკეთოთ და უბრალოდ გავყიდოთ პროექტი.

ისმის კითხვა, რა კოეფიციენტით დავადისკონტიროთ მიღებული შედეგი (500 M $)?

თუ დავადისკონტირებთ ურისკო განაკვეთით და გამოვაკლებთ დღეს გასაკეთებელ ინვესტიციას მივიღებთ 400 M$ - რაც მცდარია, რადგან ნავთობის ფასებს გააჩნიათ თავისი ბეტა, რაზეც არის პროექტი დამოკიდებული.

მაგალითში ნავთობის ფასების ბეტა მოცემული არ არის. მაგრამ მოცემულია ნავთობზე ოფციების ფასები დღეს და მათი უკუგება. რაც, ამ ოფციის დისკონტირების განაკვეთის დედუქციის საშუალებას იძლევა, და ეს განაკვეთი 100%-ია. ამის მიხედვით თუ დავადისკონტირებთ პროექტის NPV 150 M$ იქნება, რაც ასევე მცდარი ციფრია, რადგან ოფციის რისკი და მისი ქვემდებარე აქტივის რისკი ერთიდაიგივე არ არის.

კარგი ამბავი ის არის რომ მოცემული ოფციის მონაცემებით შეგვძლია ჰიპოთეტური პორთფელი შევქმნათ. აღნიშნული "ოფციებისა" და "სესხის" კომბინაციით შეგვძლია შევქმნათ ისეთი პორთფელი, რომელიც იგივე შედეგების რეპლიკაციას იძლევა რასაც პროექტი.

რეპლიკანტი პორთფელის ღირებულება ზუსტად იგივე იქნება, რაც პროექტის PV:

პროექტი C - ლოდინი

C პროექტში დამატებულია დალოდების ოფცია. კითხვა ისმის შემდეგნაირად, დღეს ვაკეთებთ ინვესტიციას თუ ველოდებით და ვაკეთებთ ერთი წლის შემდეგ?

ამ მაგალითს დეტალებში აღარ განვიხილავ, თუმცა ექსელის ფაილში მოცემულია და უბრალოდ მნიშვნელოვან მომენტებს აღვნიშნავ:

  • მაგალითში მოცემულია ნავთობის ფასების ბეტა (0 ან 1), და დისკონტირების განაკვეთი გამოყვანილია CAPM-ის მიხედვით. ასეა დათვლილი ზედა ტოტი (ამის გაკეთება შეგვეძლო B პროექტშიც).
  • ქვედა ტოტი მოლოდინის ოფციაა და მასზე პირდაპირ ნავთობის ფასების ბეტას ვერ გამოვიყენებთ, ამიტომ აქაც უნდა გაკეთდეს რეპლიკანტი პორთფელი "ზედა ტოტისა" და "კრედიტის" შესაბამისი კომბინაციით;
  • მაგალითში ასევე მოცემულია ურისკო სამყაროს დაშვების მეთოდის გამოყენება რომელიც იძლევა ზუსტად იგივე შედეგებს რასაც პორთფელის რეპლიკაციის მეთოდი.

Valuation of Real Options - Excel

P.S.

საკმარისად ჩახლართული მაგალითებია, ამიტომ თუ დეტალებში გაინტერესებთ უმჯობესია წყაროს მიმართოთ. ექსელის ფაილი კი გამოგადგებათ იმ შემტხვევაში თუ ექსელში Plan Tree დამატებულია.

წყარო:

Venture Capital & the Finance of Innovation - by A. Metrick & A. Yasuda