Vega (V) – არის განაკვეთი, რომლითაც იცვლება ოფციების პორთფელის ღირებულება, ქვემდებარე აქტივის ფასის მერყეობიდან გამომდინარე. ანუ რაც უფრო დიდია (პოზიტივში ან ნეგატივში) ვეგა, მით უფრო მგრძნობიარეა პორთფელის ღირებულება ქვემდებარე აქტივის ფასის ცვალებადობაზე (Sensitivity on Volatility):

პორთფელი შეიძლება გახადო Vega ნეიტრალური, ისევე როგორც სხვა სიმბოლოების შემთხვევაშია. შეიძლება, რომ პორთფელს დაამატო ან გამოაკლო ოფცია. თუ V არის პორთფელის ვეგა, და ერთი ცალკეული ოფციის ვეგა არის VT, მაშინ -V/VT პოზიციის დამატება პორთფელს გახდის ვეგა ნეიტრალურს.
აქ მნიშვნელოვანი მომენტია ის რომ პორთფელი, რომელიც მხოლოდ ერთი ტიპის ოფციებს შეიცავს შეუძლებელია იყოს გამა და ვეგა ნეიტრალური ერთდროულად. ასეთ შემთხვაში საჭიროა ხოლმე ერთ აქტივზე დაფუძნებული მინიმუმ ორი ტიპის ოფციების ქონა.
დავუშვათ გვაქვს ასეთი პორთფელი:

დელტა ნეიტრალურია, მაგრამ გამმა და ვეგა ღირებულების დაკარგვის რისკებს ქმნიან. თუ გვსურს, რომ პორთფელი გახდეს გამა და ვეგა ნეიტრალური, მაშინ უნდა გავიანგარიშოთ ოფციების რაოდენობები რომლებიც ამას უზრუნველყოფენ. ანუ სისტემური განტოლება გვექნება ამოსახსნელი:

ამ განტოლებიდან გამოდის რომ თუ დავამატებთ 400 ცალ Option 1-ს და 6000 ცალ Option 2-ს, მაშინ პორთფელი გამა და ვეგა ნეიტრალური გამოვა. თუმცა, შეიცვლება დელტა:
400*0.6+6000*0.5 = 3240 – რაც ნიშნავს, რომ საჭირო გახდება 3,240 ერთეული აქციის გასხვისება. ამ ოპერაციით არ შეიცვლება გამა და ვეგა.
Vega-ს დათვლის ფორმულა:

და ბოლოს Vega მით უფრო მაღალია, რაც უფრო ახლოსაა აქციის ფასი ოფციით განსაზღვრულ აღსრულების ფასთან:

წყარო: Options, Futures & Other Derivatives, John C. Hull