როგორ შევაფასით აქციის რისკი ისტორიული მონაცემებზე დაყრდნობით? ვიცით რომ რისკში ფინანსისტები გულისხმობენ მერყეობას, ანუ ბუნდოვანებას ცვლილებებთან დაკავშირებით. თუმცა აქ რამდენიმე მომენტზე გავამახვილებ ყურადღებას.

მერყეობის (Volatility) მაჩვენებელი ძალიან ხშირად გამოიყენება პრაქტიკულ ფინანსებში, როცა ვაფასებთ აქტივის რისკიანობას, ვადგენთ აქციების პორთფელს ან თუნდაც ვითვლით ოფციის ღირებულებას, ამიტომ მნიშვნელოვანია კარგად გვესმოდეს რას აღწერს და რას არ აღწერს ეს მაჩვენებელი:

  1. ეს მაჩვენებელი არ არის ბეტა (β). ბეტა არის ფარდობითი რისკის მაჩვენებელი რომელიც აღწერს აქციის ფასისა და ბაზრის კორელაციას, მერყეობა (σ) არის აბსოლიტური რისკის მაჩვენებელი (Standard Deviation);
  2. ეს არ არის აქციების ფასების მერყეობის, არამენდ არის ამონაგების (იგივე აქციების ფასების პროცენტული ცვლილების) მერყეობის მაჩვენებელი;
  3. ეს არ არის საშაულო არითმეტიკული ამონაგების, არამედ ლოგ-ნორმალური (უწყვეტი დარიცხვის პრინციპით მიღებული) ამონაგების მერყეობის მაჩვენებელი.

ვნახოთ არადივიდენდიანი აქციის მაგალითზე, – ქვემოთ მოცემულია ცხრილი სადაც ნაჩვენებია აქციის ფასების ცვალებადობა 21 სავაჭრო დღის განმავლობაში:

მე-3 სვეტში ნაჩვენებია აქციის ფასის ცვლილება, ანუ მომდევნო და წინა დღის თანაფარდობა, ხოლო მეოთხე სვეტში მოცემულია ცვლილების ლოგარითმი, ამონაგების უწყვეტი დარიცხვის პრინციპზე გადაყვანის მიზნით. ფორმულას, რომელიც გამოიყენება მერყეობის საანგარიშოდ ასეთი სახე აქვს:

ექსელში: STDEV.S()

ჩვენი მაგალითის შემთხვევაში, ვიღებთ რომ დღიური მერყეობა 1.21 %-ია:

დღიური მერყეობა, რომ წლიურში გადავიყვანოთ საჭიროა გავითვალისწინოთ სავაჭრო დღეების რაოდენობა, და გამოვიყენოთ ეს ფორმულა:

ჩვენი მაგალითის შემთხვევაში, მივიღებთ რომ მერყეობა 19.3%-ს უდრის:

ამასთან შეგვიძლია შევაფასოდ ცდომილების დიაპაზონიც (Standard Error) ამ ფორმულით:

რომელიც ჩვენი მაგალითის შემთხვევაში 3.05 %-ია:

Excel File: Estimating Volatility

პ.ს.

ეს გათვლები მარტივად შეიძლება ითრაგმნოს დივიდენდიანი აქციისთვის, თუ ფორმულაში დავამატებთ დივიდენდის ოდენობას (იმ დღეებში როცა გაიცემა):

პ.პ.ს.

ზოგადად, პრაქტიკოსები წლიური მერყეობის განსაზღვრისთვის იყენებენ სავაჭრო და არა კალენდარული დღეების რაოდენობას, რადგან არასავაჭრო დღეებში მერყეობა ძალიან დაბალია. იგივე პრიცნიპი გამოიყენება ოფციების დათვლისას, – როცა საუბრობენ ოფციის სიცოცხლის ხანგძლივობაზე წლებში, ამას გულისხმობენ:

ადაპტირებულია წყაროდან: Options, Futures & Other Derivatives, John C. Hull