Microsoft-ი იყო ერთ ერთი პრიველი, რომლემაც ოფციები გასცა ყველა თანამშრომელზე, შემდეგ შეაფასეს, რომ ამ გადაწყვეტილების წყალობით 10 000-ზე მეტი თანამშრომელი მილიონერი გახდა…
ოფციებით ანაზრაურება აქტიურად გამოიყენება ახლაც, და ადრე უფრო მოდაში იყო რადგან ის წარმოადგენდა ძვირფასი თანამშრომლების მოზიდვის საშუალებას ისე, რომ მოგება-ზარალის უწყისში როგორც ხარჯი არ ჩანდა. თუმცა დღევანდელი სტანდარტებით მისი ხარჯებში აღიარება სავალდებულოა….
საუბარია Call ოფციაზე, რომელიც კონკრეტულ ფასად აქციის ყიდვის უფლებას იძლევა. შესაბამისად თანამშრომელი დაინტერესებულია, რომ რაც შეიძლება მაღლა წავიდეს აქციის ფასი (ორგანიზაციის ღირებულება)…
ასეთ ოფციას როგორც წესი ახლავს შეზღუდვები:
- ძალაში შესვლის პერიოდი, – ოფციის აღსრულება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ – წლებზეა საუბარი;
- თუ თანამშრომელი მიდის ორგანიზაციიდან ოფციის ძალაში შესვლის პერიოდამდე (ნებაყოფლობით, ან სხვაგვარად), ის კარგავს უფლებას ოფციაზე;
- როცა თანამშრომელი მიდის ორგანიზაციიდან ოფციის ძალაში შესვლის პერიოდის შემდეგ, ის ვალდებულია აღასრულოს პლუსში მყოფი (in the money) ოფციები. მინუსში არსებულებს (out of the money) კარგავს;
- თანამშრომლებს არ აქვთ ოფციის გაყიდვის უფლება;
- როცა თანამშრომელი აღასრულებს ოფციას, ორგანიზაცია უშვებს ახალ აქციებს და ყიდის თანამშრომლებზე ოფციით განსაღვრულ ფასში (Dilution).
რამდენად კარგ როლს თამაშობს ოფცია თანამშრომლების მოტივაციაში? და რა ცდუნებებს აჩენს?
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ სტარტაპებისთვის ძალიან კარგი საშუალებაა… ოფციები იზიდავენ სუპერ ვარსკვლავებს… თუ კომპანია IPO-ზე გავიდა წარმატებით, ყველა ბედნიერი რჩება, თუ არა და ინვესტორებს წარუმატებლობაში ფულის გადახდა არ უწევთ…
მაგრამ, რატომ წარმოადგენენ ოფციები უკვე დალისტული კომპანიების მენეჯმენტის საზღაურის მსხვილ პორციას? იმიტომ, რომ ისინი მენეჯმენტს უფრო რისკიანი გადაწყვეტილებებისკენ უბიძგებენ (ხშირად ზედმეტადაც)… ოფციით ანაზღაურება არ არის ორგანიზაციის ფლობელების ანაზღაურების პროპორციული. წარამტების შემთხვევაში ოფციის მფლობელი იღებს საზღაურს, წარუმატებლობის შემთხვევაში კი არაფერს კარგავს, რასაც ვერ ვიტყვით ორგანიზაციის მფლობელებზე…
ამასთან, ოფციების არსებობა აჩენს ფინანსური ალქიმიის ორგანიზების ცდუნებას. მაგალითად, მენეჯმენტს შეუძლია ოფციის განაღდების პერიოდს დაამთხვიოს დადებითი ახალი ამბების გამოქვეყნება, ან ოფციების გადაცემისას გაავრცელოს უარყოფითი ნიუსები… ბევრი სკანდალებია ასევე “უკან-დათარიღების” პრობლემასთან დაკავშირებით, – მასობრივად ხდება მანიპულირება ოფციის გადაცემის თარიღების არასწორი დეკლარირებით. ამის გამო ვიღაცეები გისოსებს მიღმაც აღმოჩდნენ…
რაც შეეხება ოფციის შეფასებას, – აქ სხვადასხვა მეთოდებს იყენებენ. ყველაზე მარტივია ბლეკ-სკულ-მერტონის მოდელის გამოყენება, უფრო მეტი სიზუსტისთვის ბინომიალურ ან ტრინომიალურ ხეებსაც აგებენ….
ადაპტირებულია წყაროდან:
Options, Futures & Other Derivatives, John C. Hull

ფოტო წყარო:
CEO and Executive Compensation Practices in the Russell 3000 and S&P 500, – Posted by Matteo Tonello, The Conference Board, and Olivia Tay, Semler Brossy Consulting Group, on Thursday, October 7, 2021