დივერსიფიცირებული პორთფელის ღირებულების დაზღვევა შესაძლებელია შესაბამის ინდექსზე (მაგ. S&P500) გაცემული ოფციით.

თუ დავუშვებთ, რომ პორთფელი კარგად ახდენს ინდექსის რეპლიკაციას, მისგან მიღებული დივიდენდები ტოლია ინდექსის დივიდენდების და ბეტა = 1, მაშინ შესაბამისი რაოდენობის Put ოფცებით შესაძლებელი გახდება პორტფელის ღირებულების ქვედა ზღვარის დაზღვევა.

ავიღოთ ასეთი მაგალითი, დაუშვათ გვჭირდება დავაზღვიოთ პორთფელის ღირებულება 3 თვის განმავლობაში:

ამ ციფრებიდან ჩვენ შეგვიძლია გამოვიყვანოთ, რომ 5 PUT ოფცია 900 index Point განაღდების ფასით, დააზღვევს პორთფელის ღირებულების დაცემას მიზნობრივი დონის ქვემოთ.

ცოტა რთულდება დათვლები, როცა ბეტა ერთისგან განსხვავებული ციფრია, ვინაიდან ის გავლენას ახდენს აქციების შემოსავლიანობაზე ურისკო განაკვეთის ზემოთ. ამის გამო საჭირო ხდება შესაბამისი განაღდების ფასის გამოყვანა.

ასეთ შემთხვევაში ვიყენებთ CAPM-ის ფორმულას, რომ დავადგინოთ პორთფელის სავარაუდო ღირებულებასა და ოფციის განაღდების ფასს შორის კავშირი.

ჩვენი მაგალითის მიხედვით, ვიღებთ რომ ინდექსის ღირებულება როცა ხდება 960 Point-ი, მაშინ უტოლდება პორთფელის ღირებულება დასაზღვევი ზღვარა – 450 000 $:

შესაბამისად გვჭირდება 5 ოფცია, 960 Strike ფასით. საბოლოო ჯამში მივიღებთ ასეთ სურათს:

Excel File: Index Option

ადაპტირებულია წყაროდან:

Options, Futures & Other Derivatives, John C. Hull