Market Multiples- მეთოდის გამოყენებისას გასათვალისწინებელი ნიუანსები:
1. თანაფარდობის მაჩვენებელში მრიცხველი და მნიშვნელი ერთმანეთს უნდა შეესაბამებოდენენ. მაგალითად, Equity Value / EBIT – ასეთი მაჩვენებელი არაფრის მომცემია რადგან EBIT წარმოადგენს როგორც საკუთარი კაპიტალის ისე კრედიტორების მოთხოვნებს;
2. მრიცხველიც და მნიშვნელიც უნდა აჩვენებდენენ გრძლევადიან საოპერაციო შედეგებს. დროებითი მოვლენებით არ უნდა მოხდეს დამახინჯება (Normalized Mutiples);
3. უნდა მოხდეს ფინანსური ანგარიშების კორექცია, რათა შესაძლებელი გახდეს ვაშლის ვაშლთან შედარება. როგორც წესი ასეთ პუნქტებს განეკუთვნება (იხ.ცხრილი):
– ზედმეტი აქტივები – ზოგ შემთხვევაში შესადარებელ ორგანიზაციას აქვს აქტივი, რომელიც მისი ძირითადი საქმიანობისთვის არ არის მნიშვნელოვანი, ასეთი აქტივის ამოღება უნდა მოხდეს როგორც მოგება ზარალიდან ისე ბალანსიდან და ფულადი ნაკადების უწყისიდან (ჭარბი ფული, ასევე არის ზედმეტი აქტივი, მაგრამ რადგან შეუძლებელია მისი სწორად გაზომვა, ფულს როგორც წესი მთლიანად იღებენ ხოლმე ფორმულებიდან);
– არაგანმეორებადი ოპერაციები – ერთჯერადი მოგება ან წაგება, რაც არ არის მოსალოდნელი მომავალში, უნდა ამოვარდეს;
– შერწყმა-შესყიდვები – ასეთ მოვლენებისას გასათვალისწინებელია, რომ ბალანსზე ნაყიდი ორგანიზაციის აქტივები და ვალდებულებები აღირიცხება, მაგრამ შემოსავლების ნაწილში ახლად შესყიდული ორგანიზაციის მთელი პერიოდის (წლის) ინფორმაცია ვერ იქნება ასახული. ამიტომ შერწყმამდე ან შესყიდვამდე არსებული ციფრებიც უნდა აისახოს მაჩვენებელში;
– ორგანიზაციული ერთეულის გაყიდვა – ეს შერყმისა და შესყიდვის საწინააღმდეგო ოპერაციაა, ამიტომ გათვალისწინებული უნდა იქნას რომ აქტივების ჯამური ღირებულება შემცირდა, მაგრამ წლის იმ პერიოდის მოგება-ზარალში ასახულია გაყიდული ერთეულის საოპერაციო შედეგები;
– შეწყვეტადი ოპერაციები – ზოგ შემთხვევაში ორგანიზაცია გეგმავს რომ მიმდინარე ოპერაციების რაღაც ნაწილი შეწყვიტოს. რეგულაციებიდან გამომდინარე, ასეთი გადაწყვეტილების მიღების თანავე, შეწყვეტადი საქიანობიდან მიღებული შედეგები, ცალკე მუხლებში აღირიცხება;
– არაკოსოლიდირებული წილები – როცა ორგანიზაცია ფლობს 50%-ზე ნაკლებ წილს სხვა ორგანიზაციაში, არ ხდება ფინანსური ანგარიშები კონსოლიდაცია. ასეთ შემხვევაში, შესადარებელი ორგანიზაციის თანაფარდობის მაჩვენებლის გამოყვანისას, უმჯობესია აქტივისა და მისგან გენერირებული ნაკადების გამოყოფა;
– არაკონტროლირებადი ინტერესები – როცა ორგანიზაცია სხვა ორგანიზაციაში ფლობს 50%-ზე მეტ წილს, მაშინ ხდება ფინანსური ანგარიშების სრული კონსოლიდაცია, მაგრამ საკუთარი კაპიტალის ნაწილში ცალკე მუხლი ჩნდება იმ ინტერესების საჩვენებლად, რომელიც ორგანიზაციას არ ეკუთვნის. ანუ, თანაფარდობის მაჩვენებლის გამოყვანისას უნდა ჩავთვალოთ, რომ ორგანიზაცია 100%-ის ფლობელია და კაპიტალიც მას სრულად ეკუთვნის (გარდა იმ შემთხვევისა თუ შვილობილი კომპანია ძირითად საქმიანობისგან განსხვავებულ საქმიანობას ეწევა და განსხვავებული რისკების მატარებელია);
– ლიზინგები – საოპერაციო ლიზინგური კონტრაქტების კონვერტაცია უნდა მოხდეს ფინანსურ ლიზინგებად. ლიზინგი აღქმული უნდა იყოს როგორც სესხი.

წყარო:
Corporate Valuation Theory, Evidence and Practice
Mark E. Zmijewski; Robert W. Holthausen
Second Edition
Comments are closed.