ორგანიზაციის დაგროვებული წაგება აქტივია საგადასახადო დანაზოგების კუთხით, ამიტომ შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნას. ასეთ აქტივს ორი ნაწილად ყოფენ – Net Operating Loss (NOL) და Interests Carryforwards… ეს უკანასკნელი ჩნდება ზოგი ქვეყნის იმ საგადასახადო კანონმდებლობით, რომელიც არეგულირებს საპროცენტო ხარჯების საგადასახადო მიზნებისთვის აღიარების ლიმიტებს.

ანუ, შეიძლება ორგანიზაციას ქონდეს საპროცენტო ხარჯი მაგრამ მისი, საგადასახადო მიზნებით, ხარჯებში მთლიანად აღიარება ვერ შეძლოს რადგან, პირობითად, EBITDA-ს 30%-ს აღემატებოდეს. თუმცა, ასეთ შემთხვევაში ორგანიზაციებს შესაძლებლობა ეძლევათ ხოლმე რომ მომდევნო წლებში მოახდნონ ხარჯების აღიარება და შესაბამისი საგადასახადო შეღავათის მიღება.

ასეთი აქტივების მქონე ორგანიზაციის DCF მეთოდით შეფასებისას, უმჯობესია AVP- მეთოდის, ვიდრე WACC-ის გამოყენება. ჯერ ხდება ჩვეულებრივად შეფასება და შემდეგ აღნიშნული აქტივების ღირებულების დამატება, რომელიც შესაძლებელია წონიანი ციფრი გამოვიდეს:


WACC-ის მეთდის გამოყენებაც შესაძლებელია, მაგრამ უფრო მეტი გარდამავალი ცხრილებია საჭირო მოდელში, რომ ფინანსური სტრუქტურის ყოველწლიური ცვალებადობა იქნას გათვალისწინებული. არსებობს ასევე WACC-Shortcut მეთოდიც, რომელიც მცირე შეცდომით მაგრამ სწრაფად დათვლის საშუალებას იძლევა….

წყარო:
Corporate Valuation Theory, Evidence and Practice
Mark E. Zmijewski; Robert W. Holthausen
Second Edition