თანამშრომლების ანაზღაურება ორგანიზაციის კაპიტალთან დაკავშირებული სქემებით ფართოდ გავცელებული პრაქტიკაა, რომელიც ზოგჯერ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ორგანიზაციის Free Cash Flow-ზე და შესაბამისად შეფასებაზე.
საუბარია თანამშრომლებისთვის ოფციების ან პირდაპირ აქციების გადაცემაზე. აქ შეცდომის დაშვება მარტივია, რადგან რეპორტირებულ ფულადი ნაკადების უწყისში ასეთი სახის ანაზღაურება ზრდის ხოლმე საოპერაციო ქეშფლოს, და აჩენს თავისუფალი ფულის ილუზიას. ქვემოთ მოცემულია გუგლის, 2014 წლის, შეჯამებული ფულადი ნაკადების უწყისი*:

ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, მზგავსი ტრანზაქციის გააზრება ორ ოპერაციად: 1. ფულადი ანაზღაურება თანამშრომლებისთვის და 2. თანამშრომლის მიერ აქციების, ან ოფციების შესყიდვა – სხვა შემთხვევაში შესაძლებელია შეფასებისას მძიმე შეცდომის მიღება – როგორც ფოტოზეა ნაჩვენები;
——————————————————————————————————————–
გარდა ზემოთ თქმულისა, კაპიტალზე მიბმული კომპენსაციის სახეები ფუალად ნაკადებზე ახდენენ ორი სახის გავლენას, პირდაპირს – გადასახადების სახით და არაპირდაპირს – აქციებში გაზავების (Dilution) სახით.
საგადასახადო ეფექტი: მაგალითად, როცა ხდება ოფციის გადაცემა, ხდება მისი შეფასება, აღიარება ხარჯებში და ვალდებულებებში და შესაბამისი საგადასახადო აქტივის შექმნა (პირდაპირ გადასახადის შემცირება არ ხდება ხარჯებში აღიარების მიუხედავად ოფციის რეალურ აღსრულებამდე). თუ შესაბამისი პერიოდის შემდეგ ოფციამ შექმნა თანამშრომლისთვის შემოსავალი (აქციის ფასმა გაუსწრო, აღსრულების ფასს), მაშინ აღსრულებისას თანამშრომელი იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, და მცირდება ორგანიზაციის მოგების გადასახადიც…
შერევის (Dilution) ეფექტი: იმისათვის რომ ორგანიზაციამ მოახდინოს თანამშრომლის კომპენსაცია კაპიტალზე მიბმული სქემით, მას ჭირდება თავისივე აქციების გამოსყიდვა ან ახალი აქციების გამოშვება, რაც გავლენას ახდენს ფულად ნაკადების უწყისზე, თუმცა ეს გავლენა შესაძლებელია უშუალოდ არ დაემთხვას კომპენსაციის გაცემის პერიოდს და ამიტომ საჭიროა სწორი პროგნოზირება;
ასეთი კომპენსაციის მასშტაბების პროგნიზრებისთვის იყენებენ ძირითადად სამ მეთოდს:
1. საოპერაციო ხარჯებთან თანაფარდობის სტატისტიკას – ანუ, თითოეული დეპარტამენტის ჭრილში ისტორიულად, რა წონას წარმოადგენდა ასეთი ხარჯები;
2. კომპენსაციის გადაცემის დღეს, მისი ღირებულების სტატისტიკას – ანუ თუ საუბარია ოფციებზე, რომელიც ფასდებოდა გადაცემის მომენტში, შესაძლებელია ამ ციფრების ამოღება და მომავლის პროგნოზების გაკეთება;
3. რეალური ანაზღაურების დღეს არსებული ღირებულებების სტატისტიკას – ანუ ერთია რომ გადაეცი ოფცია როელიც შეფასდა რაღაც თანხად და მეორეა, როცა მოხდა ოფციის აღსრულება, რეალურად რა ანაზღაურება გამოვიდა.
პ.ს.
საინტერესოა რომ თანამშრომლებზე გაცემული ოფციების შეფასება განსხვავდება ჩვეულებრივი ფინანსური ოფციების შეფასებისგან. განზავების ეფექტის გამო ცოტა გართულებული ფორმულებია.
წყარო:
Corporate Valuation Theory, Evidence and Practice
Mark E. Zmijewski; Robert W. Holthausen
Second Edition