СFO-ს მიზნობრივ KPI-ებს შორის არის ხოლმე ორგანიზაციის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება, რადგან ის Сost of Debt-სა და WACC-ის გავლით გავლენას ახდენს ორგანიზაციის ღირებულებაზე.
CoD-ის დათვლა შესაძლებელია CAPM-ის მოდიფიცირებული ვერსიის საფუძველზე, და ამისთვის ჩვენ გვჭირდება სესხის ბეტას განსაზღვრა (უფრო დელატურად), რისთვისაც საჭიროა რეიტინგის ცოდნა…
დალისტული ორგანიზაციების საკრედიტო რეიტინგები ხელმისაწვდომია, მაგრამ როგორ გავიდეთ რეიტინგზე კერძო ბიზნესის შემთხვევაში (ნუ თუ სპეციალური სარეიტინგო კომპანიის სერვისით არ ვსარგებლობთ, ან მომსახურე ბანკი არ გვაწვდის მონაცემებს)?
ასეთ შემთხვევაში სარგებლობენ ხოლმე ფინანსური თანაფარდობის მაჩვენებლებით (იხ. ცხრილი). ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ საოპერაციო და ფინანსური რისკების განმსაზღვრელი მაჩვენებლების დონეები რეიტინგების მიხედვით სად ხვდებიან და შევადაროთ შესაფასებელი კომპანიის მაჩვენებლებს.
📊 Updated Financial Ratios by Credit Rating (Estimates, 2023–2024)

ცხრილი აღებულია წყაროდან და განახლებულია ChatGPT-ის მიერ:
Corporate Valuation Theory, Evidence and Practice
Mark E. Zmijewski; Robert W. Holthausen
Second Edition
პ.ს.
ზემოთ აღწერილი მიდგომა გამოდგება ხშირ შემთხვევაში, უფრო კვალიფიციური შეფასებისთვის კი აგებენ ხოლმე რეიტინგების შეფასების მოდელს. ამისთვის რთული სტატისტიკური ანალიზის გაკეთებაა საჭირო. რეგრესიის გზით უნდა განისაზღვროს კონკრეტული მაჩვენებლის შესაბამისობა რეიტინგთან, მისი ალბათური მტკიცებულების მნიშვნელობა (Statistical Significance, P Value) და სტანდარტული ცდომილების დიაპაზონი (standard error)…