Corporate Valuation Theory, Evidence and Practice - by M. E. Zmijewski; R. W. Holthause
სესხი ღირებულება და β

"დალისტული" კომპანიების Cost of Debt ასე თუ ისე ხელმისაწვდომია, მაგრამ როგორ გავიდეთ ამ ციფრზე, როცა კერძო ორგანიზაციის შეფასება გვსურს?
დაუშვათ გვაქვს 8%-ანი სესხი, შეიძლება ვთქვთ, რომ 8%-ია CoD? თუ დავუშვებთ რომ ორგანიზაციამ გამოუშვა ობლიგაციები, და მეორად ბაზარზე ისეთ ფასში იყიდება, რომ ყიდვის შემთხვევაში დაპირებული უკუგება 40%-ია, მაშინ CoD-იც 40% იქნება? რა თქმა უნდა არა. როცა ობლიგაციის ფასი იმდენად დაბალია რომ ძალიან მაღალ მოგებას გპირდება, ეს ნიშნავს რომ დეფოლტის რისკია ძალიან მაღალი.
მაგალითად, დავუშვათ მეორად ბაზარზე ობლიგაციის ფასი დაეცა ისე, რომ დაპირებული უკუგება (Yield to Maturity) 40%-ია. ამავდროულად, ორგანიზაციის Equity კაპიტალის ღირებულება კი 12%. ასეთ შემთხვევაში, მოსალოდნელი დეფოლტის ზარალი სულ მცირე 28% იქნება, რადგან შეუძლებელია, კაპიტალის ღირებულება უფრო დაბალი იყოს ვიდრე სესხის ღირებულება...
მოსალოდნელი დეფოლტის ზარალი არის სხვაობა სესხზე დაპირებულ უკუგებასა და სესხის კაპიტალის ღირებულებას შორის. თუ დაპირებული უკუგება (YTM) ითვლება დაპირებული ფულადი ნაკადების დისკონტირების განაკვეთის პოვნით, სესხის კაპიტალის ღირებულება (CoD) ითვლება მოსალოდნელი ფულადი ნაკადების დისკონტირების განაკვეთის პოვნით, - რაც ითვალისწინებს როგორც დეფოტლის ალბათობას, ისე დეფოლტის შემთხვევაში ანაზღაურების მოლოდინს... (უფრო დეტალურად აქ).
არის ესეთი ფორმულა, რომელიც თეორიულად გამოდგება სესხის კაპიტალის ღირებულების გასაანგარიშებლად:
SRP =(1- EDL%)*Yield Spread
სადაც,
- SRP = System Risk Premium.
- EDL% = Expected Default loss % - ამაზე არსებობს სტატისტიკური კვლევები (Eltn et al. 2001), რომლებიც განსაზღვრავენ რეიტინგების მიხედვით მოსალოდნელი ზარალის წილს დაპირებულ უკუგებაში;
- Yield Spread - არის სხვაობა, იმავე ხანგძლივობის, ურისკო განაკვეთსა და კორპორატიული ბონდის დაპირებულ უკუგებას შორის.
მაგალითად, თუ ორგანიზაციას აქვს 8%-ანი სესხი, მაშინ როცა ურისკო განაკვეთო 4%-ია, ხოლო მოსალოდნელი დეფოლტის ზარალი 0.24%, მაშინ სისტემური რისკის პრემია = 4%*(1-0.24%) = 3.9%, და CoD = 4%+3.9% = 7.9%.
ეხლა სხვა მიდგომა: CAPM for Debt
იმის გამო, რომ კვლევები და სტატისტიკური ინფორმაცია EDL-ის შესახებ მაინც მწირია, უფრო პრაქტიკულია CAPM-ის მოდელის გამოყენება სესხის კაპიტალის ღირებულების დასათვლელად.
ოღონდ CAPM-ის მოდიფიცირებული ვარიანტი:
1. თუ ვიცით სესხის რეიტინგი, შეგვიძლია განვსაზღვროთ მისი ბეტა. რეიტინგებს აქვეყნებენ სხვადასხვა სარეიტინგო ორგანიზაციები (Moody's...)
2. ფორმულაში Risk Free Rate-ის მაგივრად უნდა ავიღოთ AA ბონდზე მოსალოდნელი უკუგება, რადგან ითვლება რომ ასეთი რეიტინგის სესხი პრაქტიკულად დეფოლტის რისკს არ ატარებს.
3. ბეტა კი უნდა განისაზღვროს ინკრემენტულად რეიტინგის მიხედვით. ანუ ნამეტი ბეტა უნდა ავიღით AA-ს და მიზნობრივი სესხის რეიტინგის ბეტას შორის.
4. Market Risk Premium -ი კი უნდა განისაზღვროს იმ ბაზრის რისკის პრემიუმით, რომელზე დაფუძნებითაც მოხდა ბეტას ანგარიში (როგორც წესი - S&P 500).
რომ შევაჯამოთ:
Cost of Debt = Yield to Maturity [AA] + Incremental β * MRP
P.S.
საქართველოს რეალობაში დაგვჭირდება როგორც ქვეყნის, ისე ლარის რისკის ინტეგრირებაც...
| Credit Rating | Estimated Debt Beta |
|---|---|
| 🟢 AAA | 0.00 – 0.05 |
| 🟢 AA | 0.05 – 0.10 |
| 🟢 A | 0.10 – 0.15 |
| 🟡 BBB | 0.15 – 0.25 |
| 🟠 BB | 0.25 – 0.40 |
| 🔴 B | 0.40 – 0.60 |
| 🔴 CCC | 0.60 – 0.80 |
| ⚫ D (Default) | Approaches 1.00 |
ცხრილის წყარო ChatGPT,
ჩანაწერის წყარო:
Corporate Valuation Theory, Evidence and Practice
Mark E. Zmijewski; Robert W. Holthausen
Second Edition