ითვლება რომ საინვესტიციო პორთფელი მით უფრო კარგად არის აგებული რაც უფრო უკეთესია შარპის თანაფარდობის მჩვენებელი (Sharpe Ratio – William F. Sharpe). მაჩვენებელი აღწერს პორთფელის რისკის პრემიუმსა და რისკს შორის თანაფარდობას.
Sharpe Ratio = Risk Premium/Standard Deviation
Sharpe Ratio = (Return-Risk Free Rate) / δ
რატომ არის ეს საინტერესო ?
ქვემოთ გრაფიკზე გაფანტული წერტილების სახით მოცემულია 5 სხვადასხვა აქციის (IBKR, PDD, GOOG, COIN, CROX) სხვადასხვა წილობრივი კომბინაციებით მიღებული პორთფელის უკუგებისა და რისკის შეპირისპირება (1000 კომბინაცია).
ამ ღურბელზე რაც უფრო მარცხნივ და ზემოთ ვიმყოფებით, (Effective Frontier) მით უკეთესია პორთფელის მოსალოდნელი უკუგება რისკთან მიმართბეაში (ეს ორი მაჩვენებელი დათვლილია 3 წლიან ისტორულ სტატისტიკაზე დაყრდნობით).

გრაფიკზე მოცემული სხივი სათავეს იღებს ურიკო საპროცენტო განაკვეთის წერილში (10Y T-Bond) და ეხება ღრუბლის ზედა ნაწილს. შეხების წერტილში შარპის მაჩვენებელი მაქსიმალურია. ანუ ამ წერტილში ვიღებთ პორთფელის ყველაზე ოპტიმიზირებულ ვარიანტს.
ამ სხივს ეწოდება კაპიტალის ბაზრის ხაზი (Capital Market Line – CML), რომელიც შინაარსობრივად ასახავს რისკიანი აქტივებისა და ურისკო აქტვის კომბინაციით მიღებული პორთფელის უკუგებისა და რისკის შეპირისპირებას.
ანუ, შეხების წერტილში თქვენ გაქვთ ოპტიმიზირებული პორთფელი, ხოლო თუ მას დაამატებთ ურისკო აქტივს (მაგ: შეიძენთ სახაზინო ვალდებულებებს), მაშინ თქვენი ჯამური პორთფელის უკუგებისა და რისკის პოზიცია წრფეზე დაბლა გადმოინაცვლებს ისე რომ შარპის მაჩვენებელი არ შეიცვლება და პირიქით, – თუ უფრო მაღალი რისკის მიდრეკილება გაქვთ, შეგიძლიათ დაალევერეჯოთ პორთფელი და წრფეზე მაღლა გადაინაცვლოთ…

წყარო: Principles of Corporate Finance, – By Richard Brealey, Stewart Myers and Franklin Allen
საინტერესო ნიუანსები:
- სინამდვილეში CML არის მხები ბაზრის, და არა რომელიმე კონკრეტული ინვესტორის პორტფელთან. აქედან გამომდინარე, რაც უფრო დივერსიფიცირებულია თქვენი პორთფელი მით უფრო მარცხნივ ინაცვლებს ღრუბელი, – მით უფრო მცირდება სპეციფიური რისკები და რჩება მხოლოდ ბაზრის სისტემური რისკი (ერთ ერთი კარგი საშუალებაა აქციების პორთფელში უძრავი ქონების დამატება)
- ასევე, შინაარსობრივად, რადგან საუბარია ბაზრის პორთფელზე, შეხების წერტილში β = 1, ზემოთ წრფეზე β>1, ხოლო ქვემოთ β<1.
- კარგია როცა შარპის მაჩვენებელი აღემატება ერთს, თუ 2-თან ახლოსაა ამბობენ რომ ძალიან კარგია, 3-თან ახლოს კი იშვიათი და ძალიან ძალიან კარგია.
- Optimizer in Excel – აქ მოცემულ მოდელში შესაძლებელია 5 აქციის ოპტიმიზირება, თუ დაგაინტერესებთ შესაძლებელია მოდელის მარტივად გაფართოებაც მეტ რაოდენობაზე. თუმცა მოდელი არ ითვალისწინებს დივიდენდების სტატისტიკას. ამიტომ ისეთი აქციებისთვის გამოდგება, რომლებიც დივიდენდებს არ არიგებენ.