ფიუჩერსული კონტრაქტებით ვაჭრობაში ჩართულები არიან როგორც ნედლეულის უშუალო მომხმარებლები, ისე ტრეიდერები. პირველი კონტიგენტი ცდილობს რომ დააზღვიოს საქმის მოგება, მეორე კი ცდილობს მოგება გააკეთოს ფასების ცვალებადობაზე.
ამასთან არის შემთხვევები როცა ტრანზაქცია ჰეჯირებად განიხილება, თუმცა ის სინამდვილეში სპეკულაციურია და მძიმე რისკებს ატარებს.
ქვემოთ მოცემულია სამი სცენარი: პირველი ორი ჯეჯირებაა, მესამე სახიფათო.
🔶 სცენარი 1: მზა პროდუქტი უკვე გაყიდულია, მაგრამ ნედლეული ჯერ არ შეგიძენიათ
მაგალითად დეველოპერული კომპანია ყიდის მშენებარე ბინებს, გაყიდვები დაწყებულია, ფასი ფიქსირებულია მაგრამ არმატურა ჯერ შეძენილი არ არის. მისი შეძენა პერიოდულად უნდა მოხდეს, ფასები კი კონტროლს არ ექვემდებრება:
👉 რისკი: არმატურის ფასის ზრდის შემთხვევაში თქვენი ხარჯები გაიზრდება და მარჟა შემცირდება.
✅ ჰეჯი: გახსენით მოთხოვნის (long) პოზიცია ფიუჩერსებზე (long). ამით დღესვე დააფიქსირებთ შესყიდვის ფასს და დაიცავთ მარჟას.
თუ არმატურის ფასი ზემოთ წავა, თქვენი ბიზნესის წაგებას, ფიუჩერსების მოგება დააკომპენსირებს და პირიქით, ნედლეულის ფასის დაცემით მიღებად მოგებას, ფიუჩერსული კონტრაქტის წაგება გაქვითავს.
ანუ თუ დაუჰეჯირებელ სიტუაციაში თქვენი მოსალოდნელი მოგების დიაპაზონი დიდი იყო, ეხლა ის შემცირდება და ჩარჩოებში მოექცევა, როგორც დადებითი ისე დუარყოფითი თვალსაზრისით:

🔶 სცენარი 2: გრძელვადიანი კონტრაქტი LME + X% მარჟით
მაგალითად, კაბელების საწარმომ გრძელვადიანი კონტრაქტი დადო დისტრიბუტორთან, რომლის მიხედვითაც დისტრიბუტორი ვალდებულია კონკრეტული მოცულობის პერიოდული შესყიდვები გააკეთოს, ხოლო ფასი განსაზღვრულია ფორმულით LME + X% (LME – London Metal Exchange).
👉 რისკი: LME-ს ფასის შემცირებამ შეიძლება მოგებაზე იმოქმედოს, რადგან თქვენ გაქვთ უკვე შესყიდული მარაგები, ხოლო ფასი ბირჟაზე შეიძლება დაეცეს.
✅ ჰეჯი: გახსენით მიწოდების პოზიცია (short) ფიუჩერსებზე. ეს დააფიქსირებს LME-ს ფასს და გარანტირებულად შეგინარჩუნებთ თქვენს მარჟას.
🔒 როგორც წინა შემთხვევაში X%-ანი მარჟა დაცულია, რაც არ უნდა მოხდეს ბაზარზე.
🔶 სცენარი 3: საწყობის გაუფასურების დაზღვევა (მცდელობა)
კაბელების მწარმოებელი კომპანია იმის შიშით, რომ სპილენძის ფასი დაეცემა და ძვირად ნაყიდი მარაგები შერჩება, ხსნის short პოზიციას ფიუჩერსებზე. არის ეს დაზღვევა თუ არა?
👉 რა მოხდება თუ სპილენძის ფასი კიდევ უფრო მოიმატებს? მოხდება, ის რომ შედარებით იაფად ნაყიდი მარაგების სარგებელს, ფიუჩერსული კონტრაქტით მიღებული ზარალი შეჭამს, და იმის გამო რომ გაყიდვების რაოდენობა დაკონტრქტებული არ არის, ბაზარს ის კონკურენტი წაგვართმევთ ვისაც ფიუჩერსული კონტრაქტი არ გამოუყენებია…
⚠️ მორალი: თუ ჰეჯი ფიზიკურ პოზიციას არ ებმება, ეს უკვე სპეკულაციაა და დიდ რისკებს ატარებს.