უძრავი ქონების ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია იმის გააზრება თუ რამდენად ღირებული აქტივია სესხის რეფინანსირების ოფცია, რომლის შეფასებაც შესაძლებელია Black-Scholes -ის ფინანსური ოფციების შეფასების მოდელით.

მაგალითად 100,000 $-ან, 10 წლიან იპოთეკურ სესხზე ამ ოფციის ღირებულება 32 600 $ გამოვიდა. ეს არის მსესხებელის აქტივის ღირებულება, რომელიც გამოიხატება იმ უფლებაში რომ მას შეუძლია სესხი გადაფაროს, იმ შემთხვევაში თუ ბაზარზე საპროცენტო განაკვეთები დაეცემა.

ზოგადად, რაც უფრო მაღალია საპროცენტო განაკვეთების მოსალოდნელი მერყეობის დიაპაზონი, მით ღირებულია რეფინანსირების ოფცია; ამასთან, რაც მეტია რეფინანსირების პირგასამტეხლოსა და ახალი სესხის დამტკიცების ხარჯი მით დაბალია ამ ოფციის ღირებულება..

ასევე, გრაფიკზე მოცემულია როგორ იცვლება ოფციის ღირებულება საბაზრო საპროცენტო განაკვეთების ცვლილებისა და სესხის აღებიდან დროს გასვლის შედეგად.

დააკვირდით რომ:

  • რაც უფრო შემცირებულია საპროცენტო განაკვეთები სესხი აღების შემდეგ, მით უფრო ღირებულია ოფცია და მით მეტად იზრდება რეფინანსირების შანსი;
  • რაც უფრო მცირდება დრო სესხის დაფარვის დასრულებამდე, მით უფრო უფასურდება ოფცია;

აქ მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ რეფინანსირების შედეგად მიიღება კონკრეტული სარგებელი და ქრება არსებული აქტივი როგორც ოფცია. თუმცა, ამ დანაკარგის ნაწილს ანაცვლებს ახალი სესხისგან გაჩენილი ოფცია, რომელიც თავის თავში საპროცენტო განაკვეთის კიდევ უფრო შემცირების ალბათობას მოიცავს…

ბევრია ადამიანი, რომელიც სესხს იღებს და მერე ყურადღებას აღარ აქცევს რა ხდება საპროცენტო განაკვეთების ბაზარზე… ეს იგივეა რომ ამ ოფციაზე უარი თქვა…

Loan Prepayment Option Pricing Excel

ინიცირებულია წყაროდან:

Commercial Real Estate Analysis and Investments, D. M. Geltner, N. G. Miller, J. Clayton, P. Eichholtz