Excel Models
ესტონური მოდელის გავლენა ფულად ნაკადებზე

ერთ კომპანიაში Executive KPI ვაწყობთ, და პროცეში გაჩნდა WACC-ის დათვლის და მისი ორგანიზაციის ღირებულებაზე გავლენის შეფასების ამოცანა. წესისაებრ WACC-ის ფორმულა მოიცავს საგადასახადო განაკვეთს, რომელსაც მინიმალურად საკმარის შემთხვევაში ეფექტურს, საუკეთესო შემთხვევაში კი საოპერაციო ქეშის განაკვეთს იღებენ. მაგრამ რა უნდა ავიღოთ საქართველოს შემთხვევაში, როცა საგადასახადო ქეშის გასავალი ბიზნესის რისკებზე კი არა დივიდენდების გაცემის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული?
გავაკეთე მარტივი მოდელი, რომელიც აჩვენებს დაბეგვრის ორი ვერსიის შედარებას, აპრობირებულის და ესტონურის (როგორიც ჩვენთან არის):

პირველ შემთხვევაში დავუშვი რომ მენეჯმენტი დივიდენდების დარიგებას არ აპირებს 10 წლის განმავლობაში, მაგრამ მიუხედავად ამისა მას მოუწევს მოგების გადასახადის გადახდა 15%-ის ოდენობით.
თუ დავუშვებთ რომ (ფულადი) მოგება პირველ წელს იყო, 1 მლ. $, გადასახადების შმედეგ მენეჯმენტს რეინვესტიციისთვის დარჩება მხოლოდ 850 ათასი $. ამასთან თუ დავუშვებთ, რომ წლიური უკუგება რეინვესტირებულ კაპიტალზე 15%-ია, მაშინ მენეჯმენტის მიერ ჩაბრუნებული კაპიტალი ნელნელა გაზრდის დაბეგრილ წლიურ უკუგებას (compounding) და ის 10 წლის შემდეგ 2.8 მილიონს მიაღწევს.
მეორე შემთხვევაში, თუ მენეჯმენტი არ გადაიხდის მოგების გადასახადს, და მოახდენს ამ თანხის რეინვესტირებასაც, მისი დასაბეგრი წლიური შემოსავლის ნიშნული 4 მლ $-ს მიაღწევს, რაც 15% -ანი დაბეგვრის შემდეგ 3.4 მლნ $-იქნება, ანუ დაახლოებით 20%-ით მაღალი ნიშნულს მივიღებთ.
რა მოხდება გრძელვადიან პერიოდში თუ მოგების რეინვესტირება გაგრძელდება 20, 30, 40 წლის შემდეგ?

პ.ს.
რაც შეეხება WACC-ის დათვლას, მე გადავწყვიტე რომ საგადასახადო განაკვეთი 0%-იანი ნიშნულით ავიღო, მაგრამ Enterprise Values შეფასებისას, ჩავთვალო რომ სახელმწიფო Equity-ის 15%-ის მფლობელია.