დივიდენდების არარელევანტურობის თეორია (Franco Modigliani and Merton Miller in 1961), ერთ-ერთი ფუნდამენტური მოდელია რომელიც ყველა ინვესტორმა უნდა იცოდეს.
თეორია ამბობს რომ მნიშვნელობა არ აქვს ორგანიზაცია არიგებს თუ არა დივიდენდებს, დივიდენდების გაცემის პოლიტიკა არ იმოქმედებს აქციების ფასზე.
წმინდა მათემატიკურად ეს ასეა (თუ გადასახადების ნაწილს არ გავითვალისწინებთ). როცა ორგანიზაცია დივიდენდების დარიგების ნაცვლად თანხის გონივრულ რეინვესტირებას აკეთებს, ინვესტორის ქონება იზრდება და გამოიხატება აქციის ფასში. ხოლო თუ დადებითი NPV პროექტების მოძებნას ორგანიზაცია ვერ ახედრხებს და დივიდენდს დაარიგებს, ინვესტორს შეუძლია მიღებული შემოსავალი სხვაგან დააბანდოს.
პრაქტიკაში, ახალგაზრდა და სწრაფად ზრდადი ორგანიზაციები დივიდენდებს არ არიგებენ, რადგან ისინი ახერხებენ მაღალმომგებიანი ინვესტიციების განხორციელებას. დაღვინებული და სტაბილური ორგანიზაციები კი არიგებენ დივიდენდებს…
დივიდენდების გაცემის პოლიტიკა ბევრს საუბრობს ორგანიზაციის განვითარების ეტაპზე…
წყარო:
Principles of Corporate Finance – by F. Allen, R. A. Brealey, & S. Myers