რატომ ხდება, რომ დამკვიდრებული ბიზნეს მოდელის გარღვევას (disruption) ხშირად ახდენენ ახალი და არა ბაზარზე დამკვიდრებული ლიდერები?
ნოკიას ბევრად დიდი ხნით ადრე ჰქონდა touch-screen-ის იდეა და ტესტირებული პროტოტიპიც, მაგრამ წარმოებაში “სხვამ” ჩაუშვა; როგორ ფიქრობთ მერსედესმა არ იცოდა ელექტრო მანქანების პოტენციალის შესახებ? რატომ ვიყენებთ დღეს იმ კლავიატურას, რომელზეც სიმბოლოების თანმიმდევრობა საბეჭდი მაქნების დიზაინზეა აწყობილი და არაეფექტურია? იცით? – მეცნიერების ნაწილი თვლის, რომ შიდაწვის ძრავზე უფრო ეფექტურად ორთქლის ძრავების განვითარება იყო შესაძლებელი რომ არა ერთი შეჯიბრის შემთხვევითი შედეგები… ვინ იცის იქნებ, რომელიღაც პარალელურ სამყაროში აშშ-ში გერმანულია სახელმწიფო ენა…
თამაშების თეორიაში არის ესეთი მომენტი – არსებობს წონასწორობის წერტილი (Nash Equilibrium) სადაც ბაზარის მოთამაშეები ბალანსდებიან. საქმე იმაშია, რომ ესეთი წერტილები რამდენიმეა და ერთი წერტილიდან მეორე წერტილზე გადანაცვლება შესაძლებელია ძლიერი სტრესის ან კრიტიკული მასის დაგროვების შედეგად…
ნეშის ექვილიბრიუმის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ:
https://www.investopedia.com/terms/n/nash-equilibrium.asp
ქვემოთ ფოტოზე მოცემულია ახალი ინოვაციური საწარმოს გახსნის ფინანსური მოდელი. კონკრეტული ციფრების დათვლას არ დავიწყებ. ორი სიტყვით გეტყვით რასაც მოდელი აღწერს.
როცა ბაზრის ლიდერი ნერგავს ტექნოლოგიურ ინოვაციას, მისი ორგანიზაციის NPV იზრდება. მაგრამ ინოვაცია ნიშნავს უკეთეს პროდუქტს უფრო დაბალ ფასად, და საკმარისი მაშტაბების შემთხვევაში, რადგან პროცესში კონკურენტებიც ერთვებიან, ნიშნავს ფასების დონის ახალ წონასწორობის წერტილს… ფასების ახალი ექვილიბრიუმი კი ნიშნავს არსებული ლიდერების ხელში არსებული ძველი საწარმოების/ტექნოლოგიების NPV-ს რადიკალურ შემცირებას…
მოდელზე მოცემულია ახალი საწარმოს ოპტიმალური მასშტაბი, პირობითად 200 მლნ. ერთეული, რომელიც ჯამურ NPV-ს ზრდის, მაგრამ თუ ეს მასშტაბი გაცდება 280 მლნ ერთეულს, მაშინ ორგანიზაციის ჯამური ღირებულება დაეცემა და მენეჯმენტს კარგი დღე არ დაადგება…
ამ კონცეპტუალური მოდელის გააზრება მნიშვნელოვანია არა მარტო ლიდერებისთვის, იმ კუთხით რომ იცოდნენ რა მასშტაბებში უნდა მოაქციონ ინოვაცია, არამედ იმ ახალი მოთამაშეებისთვისაც, რათა იცოდნენ რა კრიტიკულ ზღვარზე უნდა გავიდნენ იმისათვის, რომ მათმა ინოვაციამ არსებული ბიზნეს მოდელის გარღვევა მოახდინოს…
ფოტოს წყარო:
Principles of Corporate Finance – by F. Allen, R. A. Brealey, & S. Myers
Principles of Corporate Finance - by F. Allen, R. A. Brealey, & S. Myers, აქტივების ბაზარი
ახალი საწარმო