თუ აპირებთ აქციებში ინვესტირებით მოგება გააკეთოთ, ამ გრაფიკს კარგად დააკვირდით.
გრაფიკი აჩვენებს ორ მნიშნელოვან მომენტს რომელსაც CAPM-ი ვერ ხსნის. პირველი, მაღალი Book-to-Market აქციები (Value Stocks) უფრო მეტ მოგებას წერენ დაბალთან (Growth Stock) შედარებით, და პატარა კომპანიები უფრო მეტ მოგებას წერენ დიდებთან შედარებით…
ეს ორი პარამეტრი იმდენად მნიშვნელოვანია რომ Morningstar-ს მთავარ გვერდზე ცალკე ბარომეტრი აქვს გამოტანილი: https://www.morningstar.com/
ეს ორი მომენტი მნიშვნელოვანია იმიტომ რომ CAMP-ის კრიტიკოსებმა სხვა ვერაფერი იპოვეს მის საწინააღმდეგოდ 50+ წლის განმავლობაში და ასევე იმიტომ რომ საკმაოდ არა-ინტუიციურია სტატისტიკა.
მაგალითად, წესით დიდ კომპანიებს უფრო დიდი კონკურენტული უპირატესობა უნდა ჰქონდეთ, სულ ცოტა მაშტაბის ეკონომიიდან გამომდინარე, მაგრამ სტატისტიკა აჩვენებს რომ ეს ასე არ არის…
და მეორე, მიმდინარე პერიოდში უფრო ისეთი ინდუსტრიები იკავებენ მოწინავე პოზიციებს, რომლებშიც კაპიტალის საბალანსო ღირებულება არც ისე დიდ როლს თამაშობს მათ საბაზრო ღირებულებაში – საუბარია ტექნოლოგიურ კომპანიებზე. მაგრამ, როგორც ჩანს თუ ასეთ კომპანიებზე აჟიოტაჟს აჰყვებით თქვენი საფულე საშუალოდ 4.4%-ით უფრო თხელი იქნება.
საინტერესო სტატისტიკა: https://www.dimensional.com/us-en/insights/when-its-value-versus-growth-history-is-on-values-side
ფოტო და მოსაზრებები წიგნიდან:
Principles of Corporate Finance,By Richard Brealey, Stewart Myers and Franklin Allen
Principles of Corporate Finance - by F. Allen, R. A. Brealey, & S. Myers, აქტივების ბაზარი, რისკი
რას ვერ ხსნის CAPM (1)