თქვენი აზრით ორგანიზაციამ უნდა გააკეთოს თუ არა დივერსიფიკაცია სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებებში?
ეს კითხვა მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ფინანსურ თეორიებში ერთ ერთი ფუნდამენტური პრინციპია ღირებულებების შეკრებადობის პრინციპი (Value Additivity), რაც გულისხმობს რომ 1+1=2.
PV(a) + PV(b) = PV (ab)
თუმცა მეორეს მხრივ დივერსიფიკაცია აშკარად ქმნის ღირებულებას? როგორ ეწყობა ერთმანეთს ეს ორი თეორია?
საქმე იმაშია რომ განვითარებულ ბაზრებზე ინვესტორებს თავად შეუძლიათ დივერსიფიკაცია გააკეთონ, ამიტომ ორგანიზაციის მიერ გაკეთებული დივერსიფიკაცია პრაქტიკულ ღირებულებას არ ქმნის. ამასთან ინვესტორები უფრო უმტკივნეულოდ და დაბალი ხარჯებით აკეთებენ დივერსიფიკაციას ვიდრე ორგანიზაციები.
ამიტომ უმჯობესია მენეჯმენტმა ფოკუსირებულ და თანმიმდევრულ ზრდაზე იფიქროს ვიდრე დივერსიფიკაციაზე…
წყარო:
Principles of Corporate Finance, by Richard Brealey, Stewart Myers, and Franklin Allen