დივერსიფიკაცია

მაინც როგორ ახდენს დივერსიფიკაცია რისკების შემცირებას?

ფინანსიტისთვის რისკი ნიშნავს ბუნდოვანების, ანუ პროგნოზირებული/მოსლოდნელი მოგებიდან გადახრის, დიაპაზონს. ხშირად ეს დიაპაზონი ეფუძნება ისტორიულ სტატისტიკას და გვევლინება ე.წ. სტანდარტული გადახრის (Standard Deviation) ტერმინით.

ინვესტორის ამოცანაა, მოგების მაქსიმიზაცია არასტაბილურობასთან მიმართებაში. ანუ, უკუგება/რისკის თანაფარდობის მაქსიმიზაცია (Sharpe Ratio).

დივერსიფიკაცია, ანუ ერთი აქტივის ნაცვლად ბევრის ყიდვა, კომბინაციების გააზრების გარეშეც კი იძლევა რისკის შემცირების შესაძლებლობას – რასაც ადასტურებს ფოტოზე მოცემული მონაცემები.

თუმცა დივერსიფიკაციით ხდება მხოლოდ სპეციფიური რისკების (სექტორის, კომპანიის, პროექტის) შემცირება და არა საერთო ბაზრის რისკების. ბაზრის რისკი ყოველთვის თქვენი კონტროლის მიღმა რჩება.

მოდი წარმოვიდგინოთ რისკი/არასტაბილურობა როგორც ტალღები ზღვაში, ხოლო თქვენი ინვესტიცია როგორც ლოდის გადაგდება ამ ტალღებიან ზღვაში. თქვენი მიზანია, რომ მომავალი რაც შეიძლება სტაბილური და პროგნოზირებადი იყოს, მაგრამ ტალღების სტაბილურობას (ბაზრის რისკს) თქვენ ვერ აკონტროლებთ. თქვენ რასაც აკონტროლებთ ეს არის ლოდების ზომა და რაოდენობა რომელსაც ზღვაში გადააგდებთ. თუ მთელ თქვენს საინვესტიციო რესურსს ერთი დიდი ლოდის სახით მოისვრით, ტალღები უფრო გაიზრდება, – არასტაბილურობა მოიმატებს და თქვენი ინვესტიცია უფრო რისკიანი იქნება ვიდრე უბრალოდ ბაზრის ტალღებია. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ეს ლოდი დატეხოთ კენჭებად და გადაყაროთ ისე რომ თქვენი მოქმედება ზღვის ტალღებისთვის საერთოდ უმნიშვნელო იყოს… და არა იმიტომ რომ კენჭების მოცულობა (მოგება) ზომით ლოდზე უფრო პატარაა, არამედ იმიტომ რომ თითოეული მათგანი ახდენს ერთმანეთის მიერ გამოწვეული ტალღების ნაწილობრივ გაბათილებას…

ქვემოთ ფოტოზე მოცემულია 2006-2010 წლებში შემთხვევით შერჩეული აქციების რისკის დიაპაზონი. ხედავთ რომ დივერსიფიკაციის მექანიზმი უფრო ძლიერად მოქმედებს დასაწყისში, ხოლო აქციების რაოდენობის ზრდასთან ერთად მცირდება მისი ეფექტი… ითვლება რომ 30-ის შემდეგ, დივერსიფიკაციის ეფექტი უმნიშვნელოა…

ასევე გასათვალისწინებელია, რომ დივერსიფიკაციის ეფექტი მით უფრო ძლიერია, რაც უფრო დაბალია კორელაცია შერჩეულ აქციების (ან სხვა აქტივების) მომგებიანობას შორის. კარგად დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორთფელის შერჩევის მთელი არსიც ეს არის, რომლიდანაც გამომდინარეობს ოპტიმიზაციის ფორმულები… (შემდეგში შევეხები)…

ფოტო წიგნიდან:

Principles of Corporate Finance, – By Richard Brealey, Stewart Myers and Franklin Allen

Discover more from A professional blog for C-level managers, investors, and serious learners who want to understand how business value is created, measured, and improved.

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading