Valuation, Measuring and Managing the Value of Companies - by McK.&Co, T. Koller, M. Goedhart, D. Wessels
ციკლური კომპანიების შეფასება
პრაქტიკიდან ჩანს რომ ციკლური ინდუსტრიებში (თვითფრინავები, რკინა, ქაღალდი, ქიმიკატები, უძრავი ქონება...) ორგანიზაციები თვითონ ახდენენ პერიოდულად ზედმეტი სიმძლავრეების შექმნას და ინდუსტრიის გაციკლურებას.
როცა სარეალიზაციო ფასები მომხიბვლელად მაღალია, ბიზნესი ინერციას მიჰყვება. ამ დროს ყველა კონკურენტი მაღალი სიჩქარით მიქრის და რაციონალურ აღმასრულებლებსაც უჭირთ აქციონერების იმაში დარწმუნება რომ მეტი საწარმოო სიმძლავრეების შექმნა არასწორია... შედეგად ხდება საჭიროზე მეტი ინვესტიციების გაკეთება, მიწოდება აჭარბებს მოთხოვნას, და სიმძლავრეების დატვირთვის მოტივაცია იწვევს ფასების დაგდების აუცილებლობას...

გასათვალისწინებელია, რომ ასეთ ინდუსტრიებში EPS-ის დიდი მერყეობის მიუხედავად აქციების საბაზრო ფასები მაინც შედარებით სტაბილურია. ანუ ბაზარი აცნობიერებს ციკლურ მოვლენას და მომგებიანობის დროებით რყევებს სიმეტრიულად არ მიჰყვება.

შეფასების კუთხითაც, DCF მეთოდის გამოყენებისას აუცილებელია ციკლურობის ეფექტის გათვალისწინება. აუცილებელია იმის დანახვა თუ კონკრეტულად რა ეტაპზე იმყოფება ორგანიზაცია. სხვადასხვა წელს გაკეთებული შეფასება დამოკიდებული არ უნდა იყოს კონკრეტული წლის მომგებიანობის მაჩვენებელზე.

ციკლური კომპანიების შეფასებაში ყველაზე რთული იმის დანახვაა მიმდინარე პიკი, ციკლის პიკია თუ განვითარების ახალი ტრენდი. იქნებ განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო კონკრეტული ორგანიზაციის ცხოვრებაში?

მაკკინზელები გვირჩევენ, რომ გავაკეთოთ ფულადი ნაკადების ორი სცენარი, ერთი რომელიც დაეყრდნობა დაშვებას რომ ორგანიზაცია გადავიდა განვითარების ახალ, მაღალ ტრენდზე, და მეორე რომელიც გააკეთებს დაშვებას, რომ ტრენდი არ შეცვლილა. შემდეგ კი უნდა მოვახდინოთ ამ ორი სცენარის 50/50-ზე შეწონვა... ეს რჩევა ეყრდნობა ისტორიულ კვლევით მონაცემებს.

წყარო:
Valuation, Measuring and Managing the Value of Companies - by McK.&Co, T. Koller, M. Goedhart, D. Wessels