შინაარსზე გადასვლა

Valuation, Measuring and Managing the Value of Companies - by McK.&Co, T. Koller, M. Goedhart, D. Wessels

ქვეყნის რისკი შეფასებაში

განვითარებად ქვენებში მოქმედი ორგანიზაციების შეფასება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, ამ ნაწილში აკადემიკოსები და პრაქტიკოსები ხშირად ვერ თანხმდებიან.

საქმე იმაშია რომ განვითარებად ბაზრებს ახასიათებთ დამატებითი სისტემური და სპეციფიური რისკები. ხშირად ხდება ხოლმე, რომ ორგანიზაციის WACC-ს ამატებენ დამატებით 3%-5%-ის ოდენობის ქვეყნის რისკს, რაც დიდი შეცდომაა. მაკკინზელების აზრით, პრაქტიკული ანალიზი აჩვენებს, თუ ქვეყნის რისკი ნამდვილად არსებობს სისტემური სახით ის სადღაც 0.5%-1%-ის ფარგლებში უნდა იყოს.

უკეთესი მიდგომაა, ასეთი რისკი ჩავთვალოთ სპეციფიურად, და ფულადი ნაკადების ერთი (მოსალოდნელი) გეგმის ნაცვლად, გავაკეთოთ სცენარების დაგეგმვა. შემდეგ კი მოვახდინოთ სცენარებით მიღებული შედეგების შესაბამისი ალბათობებით შეჯამება.

ქვემოთ ცხრილში ნაჩვენებია სცენარების მეთოდის და დისკონტირების კოეფიციენტის დაპირისპირება. მაგალითად, თუ დავუშვებთ რომ მოსალოდნელი ფულადი ნაკადები შესაძლებელია შემცირდეს 40%-ით, და ამის ალბათობა 50%-ია - იმავე შედეგს მივიღებთ შეფასებაში WACC-ი რომ 1.5%-ით გაგვეზარდა. ანუ, WACC-ზე სესნიტიურობა იმდენად მაღალია რომ მისი 3%-5%-ით გაზრდა უბრალოდ არაადეკვატურ შეფასებაზე გაგვიყვანს.

ამიტომ ასეთ შემთხვევებში უკეთესი იქნება თუ სცენარების მეთოდს გავაკეთებთ, WACC-ის გაზრდითაც შევაფასებთ და თუ შესაძლებელია მამრავლების მეთოდსაც გამოვიყენებთ. ასეთი სამმაგი გადამოწმება მოგვცემს რეალურ მაჩვენებელზე გასვლის საშუალებას.

ასეთ ბაზრებზე მოქმედი ორგანიზაციების WACC-ის ანგარიშისას უნდა გვახსოვდეს რომ მათ უჩვეულო ფინანსური სტრუქტურა აქვთ ხოლომე. ლევერეჯი როგორც წესი უფრო ნაკლებია ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში.

ასევე, ნომინალური WACC-ი შეიძლება განსხვავებული იყოს წლების მიხედვით, არასტაბილური მოსალოდნელი ინფლაციის გამო.

და ბოლოს, გახსოვდეთ რომ აქ ზუსტი პასუხი არ არსებობს. მთავარია ყველა დაშვება რომელსაც გააკეთებთ იყოს გააზრებული და შესაბამის აუდიტორიასთან შეთანხმებული.

წყარო:

Valuation, Measuring and Managing the Value of Companies - by McK.&Co, T. Koller, M. Goedhart, D. Wessels

Discover more from Eon Investment

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading