ორგანიზაციის შეფასებისას ერთ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ეხება მიზნობრივ ლევერეჯს, რომელიც გავლენას ახდენს WACC-ზე და შესაბამისად შეფასების შედეგზე (ბუნებრივია რეიტინგი ასევე გავლენას ახდენს სესხის ღირებულებაზეც).

ამ დროს ძირითადად ორი დაშვება არსებობს ხოლმე, – პირველი: ორგანიზაციის ღირებულების ზრდასთან ერთად პროპორციულად იზრდება სესხიც, ან მეორე, სესხის მოცულობა რჩება უცვლელი გრძელვადიან პერიოდში.

რადგან ზოგადად აღიარებულია რომ არსებობს ლევერეჯის ოპტიმალური სტრუქტურა, ორგანიზაციის ლევერეჯი უნდა მისწრაფოდეს ამ ოპტიმალურისკენ, რომელიც კონკრეტულ ინდუსტრიაში საშუალოდ სტაბილური უნდა იყოს.

ოპტიმალურ სტრუქტურად ითვლება რეიტინგი AA+ სა და BBB-ს შორის, რადგან ამ დიაპაზონში, ორგანიზაცია ინარჩუნებს გადაწყვეტილების მიღების სუვერენიტეტს და ამავდროულად იყენებს საგადასახადო დანაზოგებს, რომელსაც სესხის ხაჯრებში გატარება ქმნის.

ამიტომ მნიშვნელოვანია რეიტინგებიდან გამომდინარე მიზნობრივი ფინანსური სტრუქტურის განსაზღვრა, WACC-ის სწორად გაანგარიშება და ბალანსის პროგნოზების შესაბამისად დასმა…

ემპირიული მტკიცებულებებები აჩვენებს რომ საკრედიტო რეიტინგები ძირითადად დამოკიდებულია ორ კომპონენტზე – ორგანიზაციის ზომაზე და გადაფარვის (Coverage) კოეფიციენტებზე.

ორგანიზაციის ზომა უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან ის გავლენას ახდენს უფრო მეტად ძალიან დიდი ან ძალიან მცირე ორგანიზაციების შემთხვევაში. იმ ორგანიზაციების 71%-ის რეიტინგი რომელთა შემოსავლები აღემატება 5 მილიარდს, და ასევე იმ ორგანიზაციების 60%-ის რეიტინგი რომელთა შემოსავალი აღემატება ერთ მილიარდს, მოთავსებულია A+-სა და BBB-ს შორის ინტერვალში.

უფრო მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ რეიტინგებზე სესხისა და პროცენტს გადაფარვის კოეფიციენტებს:

ასევე საინტერესოა, რომ გადაფარვის კოეფიციენტებსა და საკრედიტო რეიტინგებს შორის კავშირი განსხვავდება ინდუსტრიების მიხედვით:

და ბოლოს ცხადია კორელაცია გაკოტრების ალბათობასა და საპროცენტო განაკვეთს შორის, რომელიც რეიტინგის გაუარესებასთან ერთად მატულობს:

წყარო:

Valuation, Measuring and Managing the Value of Companies – by McK.&Co, T. Koller, M. Goedhart, D. Wessels