შინაარსზე გადასვლა

Business Value

ფასეულობის დრაივერები

ფინანსური მართვის ცენტალური ამოცანა ორგანიზაციის ღირებულების მატებაა, ამიტომ იმის გააზრება თუ რა და როგორ ქმნის ღირებულებას კრიტიკულად აუცილებელია. ამის გასააზრებლად კი კარგი ფორმატია ღირებულების შექმნის ხის ამსახველი დიაგრამა:

პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ ღირებულების ზრდის შესაძლებლობები უფრო მეტია ორგანიზაციის ქვედა დონეებში, ამიტომ დიაგრამას რაც უფრო ქვედა დონისთვის დავინახავთ, პოტენციალიც მით უკეთესად გამოჩნდება:

შემდეგ, უნდა გავიაზროთ ის მომენტი რომ ღირებულების შექმნის ინგრედიენტები დროის სხვადასხვა ჭრილში სხვადასხვაა. ჯანსაღი "დრაივერების" იდენტიფიკაცია უნდა დავიწყოთ გრძელვადიანი ხედვიდან და არა პირიქით. მაგალითად, მოკლევადიან პერიოდში R&D-ის სეკვესტრმა შეიძლება მოგვცეს წლიური მოგების ზრდა და ეს მოგვეჩვენოს როგორც ორგანიზაციის ღირებულების გაუმჯობესება, მაშინ როცა ამან შესაძლოა გრძელვადიან პერიოდში ორგანიზაცია მოკლას:

შემდეგ, იმის გააზრებაა საჭირო რომ დიაგრამაში ასახული ყველა დრაივერი ერთნაირად არ მოქმედებს ორგანიზაციის ღირებულებაზე. მათ შორის არიან ისეთები რომლებსაც განსაკუთრებული გავლენა აქვთ (აქ სენსიტიურობის ანალიზია საჭირო). დრაივერების მნიშვნელობა დამოკიდებულია ინდუსტრიაზე, ოპერირების მოდელზე, სეგმენტზე...

ასევე, ღირებულების დიაგრამების დანახვა სხვადასხვა ჭრილში უფრო მეტ და უკეთეს მიგნებებს იძლევა:

და, სხვადასხვა ჭრილში დანახული ღირებულების შექმნის მექანიკის სინთეზიც შესაძლებელია:

განსაკუთრებით საინტერესო არის ხოლმე ღირებულების დიაგრამის აგება ზრდის ახალი შესაძლებლობებისთვის, რადგან შესაძლებელია დრავერების გავლენა განსხვავებული იყოს ახალი და არსებული ბაზრებისთვის:

ამ ყველაფრის პრაქტიკაში გადასატანად კი უნდა მოვახერხოთ დაგეგმილი ინიციატივების და ღირებულების შექმნის მექანიკას შორის კავშირის დანახვა:

და ბოლოს, თუ მოვახერხებთ რომ ჩვენი ორგანიზაცია დავინახოთ კონკურენტების ჭრილში, დავინახავთ იმასაც თუ სად არის ღირებულების ზრდის კარგი პოტენციალი:

წყარო:

Valuation, Measuring and Managing the Value of Companies - by McK.&Co, T. Koller, M. Goedhart, D. Wessels

Discover more from Eon Investment

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading