შინაარსზე გადასვლა

Valuation, Measuring and Managing the Value of Companies - by McK.&Co, T. Koller, M. Goedhart, D. Wessels

ფასეულობის შემქნელი შერწყმა-შესყიდვის ტიპები

მაკკინზის კვლევის მიხედვით, (1999-2013წ, 1770 ტრანზაქცია) ორგანიზაციების შესყიდვების შედეგად, შემსყიდველი და შესყიდული ორგანიზაციების კომბინირებული ღირებულება საშუალოდ 5.8%-ით გაიზარდა*.

შესყიდვების 95%-შემთხვევებში, შესყიდული ორგანიზაციების ღირებულება შემსყიდველის კაპიტალიზაციის 5%-ზე ნაკლებს წარმოადგენს*.

ზოგადად შერწყმა-შესყიდვის შედეგად მიღებული სინერგია, რთული მოსაპოვებელია, თუმცა გამოცდილი პრაქტიკოსები ღირებულების შემქმნელ რამოდენიმე ტიპს გამოყოფენ:

  1. მიზნობრივი ორგანიზაციის ეფექტურობის გაუმჯობესება;
  2. კონსოლიდირება, ინდუსტრიიდან ზედმეტი სიმძლავრეების მოშორების მიზნით;
  3. ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  4. ახალი უნარებისა და ტექნოლოგიების შესყიდვა, დროის მოგების მიზნით;
  5. ინდუსტიისათვის სპეციფიური "დაშკალვის" შესაძლებლობების გამოყენება;
  6. წარმატებულების ადრეული მიგნება და განვითარებაში დახმარება.

ამათ გარდა კიდევ გამოყოფენ რამდენიმეს, რომლებიც პრაქტიკაში იშვიათია, რადგან რთული შესასრულებელია:

  1. ძალიან ფრაგმენტირებული ბაზრის კონსოლიდაცია (Rolling Up), - როცა ბაზრის მოთამაშები იმდენად პატარები არიან, რომ მასშტაბის ეკონომიას ვერ იღებენ;
  2. კონსოლიდაცია კონკურენტული ქცევის გასაუმჯობესებლად - ის რაც თითქმის ყველაგან კანონით იკრძალება;
  3. სრული ტრანსფორმაციული შერწყმა - როცა ორგანიზაციები იშორებენ "ზედმეტ" ნაწილებს და აერთიანებენ "ნარჩენს" იმისთვის რომ შეიქმნას რაღაც აბსოლიტურად ახალი;
  4. იაფად ყიდვა - ეს ძირითადად ციკლურ ბიზნესებს ეხება. თუ მოახერხებ ყიდვას სტაგნაციის ფაზაში და გაყიდვას აღამვლობისას აქციონერების უკუგება შეიძლება გაორმაგდეს. (თუმცა სტატისტიკურად შესყიდვების უმრავლესობა აღმავლობის ფაზაში ხდებახოლმე).

და ბოლოს, მნიშვნელოვანი მომენტია ის რომ როგორც წესი, შერწყმა-შესიდვისას დაგეგმილი სინერგიული ეფექტი ხარჯების ნაწილში უფრო ხშირად მიიღწევა ვიდრე შემოსავლების ნაწილიში. მაკკინზის მიერ გაანაზლიზებული 96 შემთხვევიდან 86-მა კომპანიიამ შეძლო, ხარჯებში დაგეგმილი დანაზოგების 70%-ზე მეტის მიღება, მაშინ როცა ორგანიზაციების 50%-მა, ვერ შეძლო შემოსავლების გაუმჯობესება გეგმის 70%-ზე მეტად. 25%-მა კი შემოსავლის გაუმჯობესების მიზნების 30%-ით შესრულებაც ვერ ძეშლო.

ცხრილში მოცემული ხარჯების დაზოგვის მიმართულებები:

წყარო:

*Valuation, Measuring and Managing the Value of Companies - by McK.&Co, T. Koller, M. Goedhart, D. Wessels

Discover more from Eon Investment

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading