შინაარსზე გადასვლა

Excel Models

საუკეთესო მესაკუთრის თეზისი

"როცა ბრწყინვალე რეპუტაციის მქონე მენეჯმენტის გუნდი ხვდება ცუდი რეპუტაციის მქონე ბიზნესს, ბიზნესის რეპუტაცია არ იცვლება" - უორენ ბაფეტი

ღირს თუ არა ორგანიზაციამ, რისკების დივერსიფიცაციის მიზნით, ინვესტირება გააკეთოს არაკორეალციულ ბიზნესებში? როგორც გრაფიკიდან ჩანს, ეს კარგი იდეა არ არის.

საქმე იმაშია რომ, ჯერ ერთი, ინვესტორებს თავად შეუძლიათ რისკების დივერსიფიკაცია გაცილებით უფრო ეფექტურად ვიდრე ორგანიზაციას, და მეორეც, ორგანიზაციას ესაჭიროება სინერგიული ეფექტი სხვადასხვა ბიზნესების ერთობლივი ოპერირებისას, რაც ფოკუსის გაფანტვით ნამდვილად არ მიიღწევა.

არსებობს "საუკეთესო მფლობელის" იდეა, რომელიც ამბობს რომ ნებისმიერი ბიზნესისთვის არსებობს მფლობელი რომელიც მას უკეთესად ამუშავებს ვიდრე სხვა. ეს ხშირ შემთხვევაში უკავშირდება სწორედ სინერგიულ ეფექტს, რომელიც გამომდინარეობს კომპეტენციებიდან, კულტურიდან, რესურსებზე წვდომიდან და ა.შ... ამის გამო არაკორეალციული ბიზნესების მართვა, თავის თავში გულისხმობს რომ მოცემული ბიზნესებისთვის არსებობენ სხვა უკეთესი მფლობელები რომლებიც კონკურენციულ ბრძოლაში ადრე თუ გვიან მოიგებენ...

ქვემოთ ცხრილში მოცემულია ბიზნეს ერთეულების ანალიზის ფორმატი, რომელიც იძლევა გააზრების საშუალებას ფუნდამენტური მონაცემების ჭრილში. ასეთი ანალიზით, მენეჯერები ხედავენ რომელი ერთეული ქმნის ღირებულებას და რომელი ანგრევს.

ასევე ბიზნეს ერთეულების შესაფასებლად, აკეთებენ ხოლმე იმის ანალიზს თუ რომელ ერთეულს აქვს მეტი პოტენციალი ზრდის თვალსაზრისით, და შექმნის თუ არა ეს მიმართლება ღირებულებას ზრდის შემთხვევაში (Excel File)

წყარო:

Valuation, Measuring and Managing the Value of Companies - by McK.&Co, T. Koller, M. Goedhart, D. Wessels

Discover more from Eon Investment

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading