ორგანიზაციის შეფასებისას მნშვნელოვანია წინასწარ დარიცხული ხარჯების და შესაბამისი რეზერვების სწორად გააზრება. ასეთი ხარჯები შინაარსობრივად 4 ნაწილად შეიძლება დავყოთ. ყველა მათგანს განსხვავებული მიდგომა ესაჭიროება.
გავიაზრებ სათითაოდ:
- მიმდინარე წინასწარი საოპერაციო ხარჯები – მაგ: საგარანტიო ხარჯები
ასეთი ხარჯები, რადგან შინაარსით ოპერაციულია, ჩვეულებრივად უნდა გამოაკლდეს შემოსავლებს, რომ განისაზღვროს NOPAT, და ამასთან უნდა ამოვიდეს ინვესტირებული კაპიტალიდან. ანუ უნდა მივუდგეთ როგორც წმინდა ოპერაციულ ხარჯებს და გავითვალისწინოთ საოპერაციო ფულად ნაკადებში (იხ. Excel-ის ფაილი)
- გრძელვადიანი წინასწარი საოპერაციო ხარჯები – მაგ: საწარმოს ჩამოწერა
აქ ისეთ ხარჯებზეა საუბარი, რომელიც გრძელვადიანიან, ერთჯერად და მსუყე პორციებს უკავშრდება. მაგალითად დაუფინანსებელი საპენსიო პონდი, ან საწარმოს კონსერვაცია. ასეთ შემთხვევებში ხდება წინასწარი რეზერვების შექმნა, რათა მოგება ზარალის უწყსმა პერიოდულად აიღოს თავის თავზე…
ტექნიკურად, იღებენ ასეთი ხარჯების NPV-ს და აყავთ როგორც აქტივში, ისე ვალდებულებებში (სესხის მსგავსად). აქტივების ჩამოწერა ხდება ცვეთის გზით, ხოლო ვალდებულების ნაწილს ერიცხება ვირტუალური პროცენტი. პერიოდის ბოლოს კი ჩაქორბა ხდება.
შეფასების მიზენბისთვის, NOPAT-ს ვამცირებთ ცვეთით, მაგრამ არა საპროცენტო ხარჯით. ხოლო მიმდინარე პერიოდში არსებულ ვალდებულებას ვუდგებით როგორც სესხის ექვივალენტს. საოპერაციო ფულადი ნაკადების ღირებულების შეფასების შემდეგ, აქციის ფასამდე დასასვლელად ამ ვალდებულების ისეთივე გამოკლება უნდა მოხდეს როგორც ნებისმიერი სხვა სესხის (იხ. Excel-ის ფაილი).
- არასაოპერაციო წინასწარი ხარჯები – მაგ: რესტრუქტურიზაციის ხარჯები
ხშირად ორგანიზაციას აქვს დაგეგმილი არასაოპერაციო ხარჯების გაწევა, და ამისთვის ქმნის წინასარ რეზერვებს. როცა ასეთი ხარჯები არ განეკუთვნება ჩვეულებრივ ოპერაციებს, უნდა მოხდეს ტრანსფორმაცია ფულად ნაკადებად. ანუ უნდა დაიგეგმოს ისე როგორც რეალურად მოხდება, და ამასთან ბალანსზე აყვანილი რეზერვების განხილვა უნდა მოხდეს როგორც სესხის ექვივალენტის (იხ. Excel-ის ფაილი).
- მოგების გათანაბრებისთვის შექმილი რეზერვები
ზოგჯერ ხდება, ფინანსური ანგარიშების არათანაბარი მომგებიანობის დასტაბილურება რეზერვების შექმნის გზით (გამონაკლის შემთხვევებშია დაშვებული). შეფასების მიზნებიდან გამომდინარე ასეთი რეზერვები უნდა ანულირდეს, ანუ ასე ვთქვათ უკუგატარება უნდა მოხდეს. ანგარიშები უნდა დაიგეგმოს რეალური პროგნოზებით რეზერვების გარეშე, ხოლო ბალანსზე არსებულ რეზერვს უნდა მივუდგეთ როგორც საკუთარი კაპიტალის ექვივალენტს (იხ. Excel-ის ფაილი).
წყარო:
#VALUATION – Measuring and Managing the Value of Companies, 7th Edition
McKinsey & Company,
Tim Koller, Marc Goedhart, David Wessels