ერთია რამდენი გამოდის გადასახადი ოპერაციებზე, და მეორეა როდის ხდება ამ გადასახადის გადახდა. ასევე ზოგ შემთხვევაში გადასახადის ციფრი წმინდა ბუღალტრული ოპერაციებით არის განპირობებული და არა რეალური ქეშით.
სხვა ჩანაწერში მე ვაჩვენე როგორ ხდება დადგენილი გადასახადიდან ეფექტური გადასახადის გამოყვანა, და როგორ უნდა მოხდეს ეფექტურიდან საოპერაციოზე გადასვლა, მაგრამ უფრო სანდო პროგნოზების გასაკეთებლად საჭიროა კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც გადადებული გადასახადების აქტივებისა და ვალდებულებების ანალიზს გულისხმობს.
ზოგჯერ, საგადასახადო აქტივები და ვალდებულებები მოცემულია ფინანსურ ანგარიშებში, ზოგჯერ კი დაზუსტებები საჭიროა შენიშვნებში ვეძებოთ. ხშირად ეს საკმაოდ დროტევადი და რთული პროცესია, ამიტომ ბევრი არ აკეთებს. უბრალოდ საოპერაციო გადასახადის განაკვეთს ეყრდნობიან.
ასევე, ფულადი გადასახადის განაკვეთის დათვლა უფრო ხდება მაშინ როცა ორგანიზაცია სტაბილურად ახდენს გადასახადების გადავადებას, ან პირიქით უფრო ადრე გადახდას. სხვა შემთხვევაში თუ ორგანიზაცია ზრდადის ფაზაშია, განაკვეთის დიდად ცვალებადობის გამო უმჯობესია საოპეარაციო განაკვეთის გამოყენება მოხდეს.
მარცხენა ცხრილში, Walmart-ის მაგალითზე, მოცემულია საგადასახადო აქტივების და ვალდებულებების სია. ასეთი აქტივები და ვალდებულებები შეიძლება გააჩინოს ისტორიულმა წაგებამ, თანამშრომლების ოფციებმა, ზოგიერთი ტიპის შემოსავალმა, საოპერაციო ლიზინგმა, არამატერიალური აქტივების შესყიდვამ, დაჩქარებულმა ამორტიზაციამ… ეს ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტული ქვეყნის საგადასახადო კანონმდებლობის დეტალებზეც.
როგორ უნდა გავიდეთ ქეშის საგადასახადო განაკვეთზე და რა ცვლილებები იქნება საჭირო ფინანსურ ანგარიშებში ორგანიზაციის შესაფასებლად:
- უნდა შედგეს საგადასახადო აქტივების და ვალდებულებების სრული სია;
- უნდა გაიმიჯნოს საოპერაცო და არასაოპერაციო ნაწილი და შედგეს ახალი რეორგანიზირებული ცხრილი (პირველი მარჯვენა ცხრილი); ეს რეორგანიზაცია საჭიროა რადგან შემდგომში რეორგანიზებულ ბალანსში შევიდეს ცვლილებები;
- საოპერაციო განაკვეთს უნდა გამოაკლდეს/დაემატოს საოპერაციო გადავადებული საგადასახადო აქტივებისა და ვალდებულებების ჯამური შედეგი. მიღებული აბსოლიტური ციფრი უნდა შედარდეს EBITA-ს – (პირველი მარჯვენა ქვედა ცხრილი).
- ამის შემდეგ საჭიროა რომ ეს აქტივები და ვადლებულებები აისახოს რე-ორგანიზირებულ ბალანსში:
- რეორგანიზებულ ბალანსში მუხლები გამიჯნულია ინვესტირებული საოპერაციო აქტივების, არასაოპერაციო აქტივების და დაფინანსების წყაროების მიხედვით;
- საოპერაციო აქტივების შემცირება უნდა მოხდეს არამატერიალური აქტივის შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების მუხლით, რომელიც წმინდა ბუღალტრული დანამატია, რომელიც ჩნდება შერწყმისას აქტივის ბალანსზე აყვანის თანავე, რადგან მომავალში მისი ამორტიზაციის ხარჯებში გატარება საგადასახადო მიზნით დაუშვებელია;
- წარსული წაგებით მიღებული საგადასახადო აქტივი უნდა დავამატოთ არასაოპეარციო აქტივებს, რადგან ეს ისტორიულად მიღებული შედეგია და მომავლის ოპერაციებთან კავშირში არ არის;
- საგადასახადო აქტივებისა და ვალდებულებების დარჩენილი ნალიწი კი ჯამდება დაფინანსების წყაროებში, როგორც საკუთარი კაპიტალის ექვივალენტი (რადგან ეს ვალდებულებები საგადასახადო განაკვეთის გავლით გავლენას ახდენენ გაუნაწლებელ მოგებაზე).
წყარო:
#VALUATION – Measuring and Managing the Value of Companies, 7th Edition
McKinsey & Company,
Tim Koller, Marc Goedhart, David Wessels


You must be logged in to post a comment.