შინაარსზე გადასვლა

Excel Models

საოპერაციო საგადასახადო განაკვეთი

საგადასახადო განაკვეთის პროგნოზირება ერთი შეხედვით მარტივი საკითხია, მარგამ დეტალებში ჩასვლას საჭიროებს, რადგან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ორგანიზაციის ჯამურ ღირებულების შეფასებაზე.

კორპორატიული საგადასახადო განაკვეთი შეიძლება დავინახოთ 4 ჭრილში:

  • დადგენილი განაკვეთი
  • ეფექტური განაკვეთი
  • საოპერაციო განაკვეთი
  • საოპერაციო ფულადი განაკვეთი

დადგენილი განაკვეთისგან განსხვავებით ხშირად იყენებენ ეფექტური განაკვეთის სტატისტიკას, რომ მოახდინონ პროგნოზირება. თუმცა ეფექტური განაკვეთის ცვალებადობა შეიძლება ძალიან მაღალი იყოს, და ამასთან ის შეიძლება მოიცავდეს დროებით მოვლენებს რომელთა პროგნოზებში ჩადება მცდარ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანს.

ამიტომ არსებობს საოპერაციო საგადასახადო განაკვეთის ცნება, რომელიც განმეორებადი ოპერაციებიდან გამომდინარე აღწერს უფრო სტაბილურ, რეალურ და პროგნოზირებად განაკვეთს. როგორ უნდა გავიდეთ ამ განაკვეთზე:

  1. დეკლარირებულ ფინანსურ ანგარიშებში არის ხოლმე განმარტებითი ცხრილი ე.წ. Tax Reconciliation Table, რომელიც აღწერს დადგენილი განაკვეთიდან ეფექტურ განაკვეთამდე დაყვანის მიზეზებს - აქ შეიძლება იყოს საზღვარგარეთული მოგება, საგადასახადო შეღავადები R&D-ზე, ერთჯარადი ჩამოწერა და სხვა - იხილეთ მარცხენა ცხრილი;
  2. აღნიშნულ ცხრილში უნდა გაიმიჯნოს, ერთჯერადი და განმეორებადი სტრიქონები.
  3. ამის შემდეგ ვაწყობთ საოპერაციო გადასახადების ისტორიას
    • ათვლა იწყება EBITA-დან, რადგან კაპიტალიზირებული არამატერიალური აქტივების ამორტიზაციის ხარჯებში გატარება გადასახადის დაზოგვის მიზნით უმეტესი კანონმდებლობებით დაუშვებელია, ამიტომ დასაბეგრ მოგებას ვერ შევამცირებთ ამ ნაწილით;
    • EBITA-ში შედის ასევე საპროცენტო ხარჯებიც, - ვინაიდან ჩვენ ვაკეთებთ EV შეფასებას, და არა Direct Equity Flow-ს. საპროცენტო ხარჯებით მიღებული გადასახადების დაზოგვის ეფექტის ასახვა WACC-ში ხდება;
    • EBITA-ზე დაყრდნობით გამოგვყავს აბსოლიტური ციფრი, რომელსაც გადასახადების სახით გადაიხდიდა კორპორაცია, რომ ყოფილიყო მთლიანად საკუთარი კაპიტალით დაფინანსებული (არ ქონოდა საპროცენტო ხარჯები) და არ ქონოდა სხვადასხვა დამატებითი გადახრები დადგენილი განაკვეთიდან (2018 წ. = 4,611 $);
  4. შემდეგ გვჭირდება დარჩენილი გადასახადების აბსოლიტური მაჩვენებელი, ანუ იმ ციფრების ჯამი, რომელიც დამატებით გადაიხადა ან/და დაზოგა კორპორაციამ სპეციალური წესების და განაკვეთების გამო, და რომლებიც გრძელვადიან ჭრილში ისევ განმეორდება. აქ მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება თუ რა ცფრზე დაყრდნობით მოხდა Reconciliation Table -ის აგება. ჩვენ შემთხვევაში ეს ციფრი იყო EBT. შესაბამისად მასზე დაყრდნობით ვანგარიშობთ გადასახადების აბსოლიტურ ციფრებსაც (2018 წ. = -160 $)
  5. შემდეგ ვაჯამებთ და ვიღებთ საოპერაციო გადასახადებს და ვახდენთ მათ შედარებას EBITA-სთან, რომ გავარკვიოთ რეალური საგადასახადო განაკვეთი რა გამოვდა და როგორი იყო ისტორიული სტატისტიკა (2018 წ. = 20.3%)

მოცემული ცხრილი Walmart-ის რეალურ ციფრებს ეყრდნობა. დააკვირდით ბოლო სტრიქონს, როგორ განსხვავდება ეფექტური და საოპერაციო საგადასახადო განაკვეთები, რა მასშტაბის შეცდომაში შეიძლება შევიდეთ თუ გადასახადს 20%-ის ნაცვლად 37%-ს დავაპროგნოზირებთ გრძელვადიან პერიოდში?

ექსელის ფაილი შეგიძლიათ ნახოთ აქ

Discover more from Eon Investment

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading