შინაარსზე გადასვლა

Business Value

Vanguard S&P 500 ETF პროსპექტი

მათთვის, ვისაც სურს ინვესტირება ამერიკულ აქციებში, მაგრამ ნაკლებად აქვს ამისთვის საჭირო დრო, VOO კარგი გამოსავალია. ფონდი იყენებს ინდექსურ საინვესტიციო მიდგომას, რომელიც მიზნად ისახავს Standard & Poor’s (S&P) 500 ინდექსის (რომელიც დომინირებულია მსხვილი ამერიკული კომპანიების აქციებით) მიდევნებას.

ფონდი ცდილობს მიზნობრივი ინდექსის რეპლიკაციას უმეტესი აქტივების ამ აქციებში ინვესტირებით და ძალისაებრ ინარჩუნებს თითოეულ აქციას იმავე წონით, როგორი წონაცაა ინდექსში.

ითვლება, რომ ფონდის მენეჯმენტის ხარჯი ძალიან დაბალია და ეს მართლაც ასეა:

თუმცა პორტფელის ბრუნვა წარმოშობს დამატებით გადასახდელებს, - საკომისიოებს აქციებით ვაჭრობისას და გარკვეულ სახელმწოფო გადასახადებს. გასული წლის პერიოდში ასეთი არასაოპერაციო ხარჯების მოცულობამ მთლიანი ბრუნვის 2% შეადგინა.

ასევე, გააჩნია თქვენს საგადასახადო სტატუსს. თუ ექვემდებარებით კაპიტალური მოგებით დაბეგვრას, ფონდის (ისევე როგორც სხვა აქციების) შემთხვევაში, თქვენი უკუგება შესაძლებელია მნიშვნელოვნად შემცირდეს.

მთავარი რისკები

მიუხედავად იმისა რომ გრძელვადიან პერიოდში ფონდის უკუგება დადებითად არის მოსალოდნელი, ინვესტორისითსვის აუცილებელია გაიაზროს რისკები, რომელიც ასეთ ფონდში ინვესტირებას ახლავს:

  • საფონდო ბაზრის რისკი, არის ალბათობა, რომ საფონდო ფასები მთლიანობაში დაეცემა. საფონდო ბაზრები ტენდენციით მოძრაობენ, ციკლებში ზრდისა და ვარდნის პერიოდებით. ფონდის მიზნობრივი ინდექსი მიჰყვება აშშ-ს საფონდო ბაზრის გარკვეულ ქვეჯგუფს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფონდის განსხვავებული შედეგები მთლიან საფონდო ბაზართან შედარებით. ფონდის მიზნობრივი ინდექსი შეიძლება, გარკვეულ დროს, ორიენტირებული იყოს ბაზრის გარკვეული სექტორის აქციებზე, რაც გამოიწვევს ამ სექტორის პროპორციულად უფრო განსხვავებული რისკების ზემოქმედებას ფონდის შედეგებზე.
  • ისაინვესტიციო სტილის რისკი, არის ალბათობა, რომ მსხვლი კაპიტალიზაციის აქციების სარგებელი ჩამორჩეს მთლიანი საფონდო ბაზრის სარგებელს. მსხვილი კაპიტალიზაციის აქციები მოძრაობენ ციკლების გავლით, რომლებიც ზოგჯერ უკეთესი და ზოგჯერ უარესია, ვიდრე საფონდო ბაზრის სხვა სეგმენტები ან ზოგადად საფონდო ბაზარი. ეს პერიოდები, წარსულში, გაგრძელებულა რამდენიმე წლამდეც კი.
  • ინდექსის რეპლიკაციის რისკი, არის ალბათობა, რომ ფონდმა შეიძლება ვერ შეძლოს ერთი ან მეტი აქცის პორთფელური წონის დაცვა იმავე პროპორციით როგორც მის მიზნობრივ ინდექსია.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ ინვესტიცია ფონდში არ არის ბანკის დეპოზიტი და არ არის დაზღვეული ან გარანტირებული ფედერალური სადაზღვევო კორპორაციის ან რაიმე სხვა მთავრობის სააგენტოს მიერ.

წყარო: An interim report on Vanguard Group:

https://www.prospectusdocs.com/eol/request?PAGE=DISPLAYPAGE&cid=963130&DocType=1&s=922908363&control=015120642064&type=I

Discover more from Eon Investment

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading