ESG ინვესტირება

დღეს მოდაშია ESG (Environmental, Social, and Governance concerns) ინვესტირება. საბროკერო პლატფრმებში და სხვა წყაროებში წააწყდებით კორპორაციების ESG რეიტინგებს. ბევრი სენტიმენტალური ინვესტორი იღებს გადაწყვეტილებას ამ რეიტინგებზე დაყრდნობით…

მაგრამ აქვს თუ არა სინამდვილეში, რაციონალური ინვესტორისთვის, მნიშვნელობა იმას კორპორაცია ზრუნავს თუ არა გარემოზე? არის თუ არა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის? ან ღირსეულია თუ არა მისი შინაგანი მართველობითი მიდგომები და ღირებულებები? ფიქრობთ რომ თამბაქოს მწარმოებლების აქციებს უფრო ნაკლები უკუგება აქვს ვიდრე სხვებს?

როგორც ჩანს აქაც პასუხია – გააჩნია რა შემთხვევაში.

როგორც კვლევები ადასტურებენ ESG მიდგომას აქვს რეალური პოტენციალი რომ შექმნას ღირებულება ყველაზე არასენტიმენტალური ინვესტორისთვისაც კი.

  1. შემოსავლების ზრდა – ESG რეიტინგის მქონე კომპანიებს შედარებოთ უადვილდებათ როგორც მომხმარებლების ისე ბიზნეს პარტნიორების გულების მოგება… მათი რეპუტაცია უფრო ჯანსაღია და ბრენდი უფრო ძლიერი…
  2. ხარჯების შემცირება – ESG-ზე ფოკუსირებული კომპანიები ახერხებენ ენერგიის, ნედლეულის, ბუნებრივი რესურსების ხარჯების მნიშვნელოვან (60%-მდე*) შემცირებას;
  3. შემცირებული რეგულაციები – ESG ორიენტირებულ კომპანიებს როგორც წესი აქვთ კარგი სახელმწიფო მხარდაჭერა, სუბსიდიები და მეტი ლეგალური თავისუფლება, რაც ხელს უწყობს ახალი ბაზრების მოპოვებას, ინვოვაციების დაჩქარებას, ხარჯების შემცირებას…
  4. შრომის პროდუქტიულობა – ძლიერი ESG კომპანიები ახერხებენ უკეთესი ხარისხის კადრების მოზიდვას და შენარჩუნებას. კვლევები აჩვენებენ, რომ სამუშაო გარემოს მაღალი რეიტინგის მქონე კომპანიების 2.3%-3.8%-ით მეტ უკუგებას აგენერირებენ*.
  5. აქტივების პროდუქტიულობა – ESG-ზე ფოკუსირებული კომპანიები იღებენ უფრო გრძელვადიან გადაწყვეტილებებს, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს მათი ინვესტიციების რაციონალიზაციას და უკეთესი ROIC-ის გენერირებას.

ჩემი აზრით ამ თემაში მნიშვნელოვანია ზოგადად ხედვა, რომელიც ორგანიზაციის რესურსების შეკვრას და განვიტარებაზე ფოკუსირებას ახდენს. ასეთი ღირებულებების არსებობა თუ ის ბუტაფორიული არ არის, ხელს შეუწყობს უამრავი ინოვაციური იდეის დაბადებას და განხორციელებას. ამისთვის საჭიროა რომ ეს “ხედვა” არ იყოს “ბრმა”, არამედ გააზრებული…

წყარო*:

Valuation, Measuring and Managing the Value of Companies – by McK.&Co, T. Koller, M. Goedhart, D. Wessels

Discover more from ჩაუღრმავდი ფასეულობას

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading