შინაარსზე გადასვლა

დაუხარისხებელი

უძრავი ქონების დეველოპმეტის გაციფრულება

ორგანიზაციის ციფრული ტრანსფორმაცია რა თქმა უნდა ქმნის ღირებულებას, თუმცა შედეგის მიღება ასეთი პროექტებიდან არც თუ ისე იოლია და იაფია. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ციფრული ინიციატივა რომელიც პროდუქტიული აღმოჩნდა საცხოვრებელი უძრავი ქონების დეველოპმენტში:

1. Microsoft CRM Dynamics - ამ პროგრამას ვიყენებთ ხოლმე გაყიდვების პროცესის კვალიფიციური ადმინისტრირებისთვის. აქ ხდება მთელი ინფორმაციის თავმოყრა გაყიდვების მიზნებისა და შედეგების, პროდუქტების, პოტენციური და არსებული კლიენტების შესახებ...

2. Smartsheet.com - ამ პროგრამასაც უამრავი ფუნქცია აქვს, რომელიც შრომითი რესურსების კოორდინირებისთვის არის პრაქტიკული (თუ ორგანიზაციაში შესაბამისი კულტურა არსებობს). გარდა ამისა პროგრამა ძალიან კარგია "ონლაინ ექსელის" სახით გამოსაყენებლად. მაგალითად შეგიძლიათ განათავსოთ ფასების ფურცელი, რომელზეც ყველა გაყიდვების მენეჯერს წვდომა ექნება პარალელურ რეჟიმში. დებიტორების გრაფიკებისთვისაც კარგია, რომ გამარტივდეს ურთიერთობა ბუღალტერიასა და გაყიდვების სამსახურს შორის; შესაძლებელია შესრულებული გეგმების ავტომატური რეპორტინგიც....

3. Microsoft Project - მშენებლობის ვადებისა და ფინანსური გეგმების სამართავად. პროგრამა იძლევა როგორც "კრიტიკული ხაზის" მიდევნების და გაუმჯობესების, ასევე შექმნილი ღირებულების ანგარიშის (Earned Value Report) მოწოდების საშუალებას. აქ შესაძლებელია აისახოს მთელი ხარჯთაღრიცხვა, დაგეგმილი და შესრულებული ბიუჯეტი მოცულობებში და ა.შ.

მაგალითად, პროგრამა ავტომატურად გაჩვენებთ არმატურის გაძვირება 10%-ით, რა ზარალს მოუტანს დაგეგმილ ბიუჯეტს ჯამში, ან ფილის ჩასხმის დაგვიანება 10 დღით რა ნეგატიურ ფინანსურ შედეგს მოგვცემს პროექტის ბოლოს...

4. Qlik - ძალიან პრაქტიკული საშუალება მთელი ბიზნესის ანალიტიკისთვის. ჩვენ კარგად გამოვიყენეთ ფინანსური ინფორმაციის ანგარიშგებისთვის ინვესტორებთან. პროგრამა იძლევა საშუალებას დაუკავშირდეს ორგანიზაციაში არსებულ ბუღალტრულ პროგრამას და ავტომატურად დააგენერიროს ფინანსური და მენეჯერული ანგარიშები ნებისმიერ ჭრილში.

ეს არის კვალიფიციური ფინანსური დირექტორისთვის უბრაოდ აუცილებელი ინსტრუმენტი, რომელიც გადაწყვეტილებების ხარისხის და შესაბამისად მომგებიანობის გაზრდის საშუალებას იძლევა. აქ ნახეთ: www.bivision.ge

5. PlanRadar - მშენებლობის ზედამხედველობის პროგრამა, რომელსაც აქვს უამრავი ფუნქცია, თუმცა ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხის ზედამხედველობის ნაწილია. პროგრამა იძლევა საშუალებას რომ ხარისხის სტანდარტებიდან გადახვევები გახდეს გამჭირვალე სათაო ოფისისთვის, განისაზღვროს პასუხისმგებელი პირები და მოხდეს გამოსწორებისთვის დროული რეგირება.

Discover more from Eon Investment

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading