Adjusted β – მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ სტატისტიკური ანალიზით ჩვენ ვიღებთ მიახლოებით და არა “ნამდვილ” ბეტას. სხვადასხვა კომერციულ წყაროებში (როგოც ცხრილში ჩანს), ვხედავთ განსხვავებულ მონაცემებს, რადგან ისინი გასხვავებულ დაშვებებს ეყრდნობიან.
დაშვებებში განსხვავება ეხება როგორც დროის მონაკვეთს რომლისთვისაც ბეტა არის დათლილი (მაგ.: თვე), ისე ჯამურ პერიოდს (მაგ.: 5 წელი).
მაგალითად, #yahoo finance აქვეყნებს ბოლო 5 წლის ბეტას რომელიც თვეების ჭრილშია დათვლილი, #bloomberg -ზე კი მოცემულია ბოლო ორი წლის ბეტა, ოღონდ ყოველკვირეულ ჭრილში… რა ხდება აქ?
პირველ რიგში უნდა გვესმოდეს, რომ ბეტა სისტემური რისკის მაჩვენებელია და ის შინაარსობრივად დროის ნებისმიერ მონაკვეთზე თანაბარია – daily = weekly = monthly beta.
ამასთან რაც უფრო მოკლე პერიოდებზე ვთვლით მით მეტია თვითკორელაციის სტატისტიკური პრობლემა, ანუ ტრენდი ზრდის წინა პერიოდთან კორელაციის ალბათობას და შედეგში “სტატისტიკური ხმაურის” დონე მაღალია…
და ბოლოს, რაც დიდია აღებული ჯამური პერიოდი (2 წელი, 5 წელი), მით მეტია ლაბათობა იმისა, რომ ამ პერიოდში მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილება საოპერაციო და ფინანსურ რისკებში, შესაბამისად ისტორიულმა მაჩვენებლებმა შესაძლოა რეალური მოლოდინი მნიშვნელოვნად დაამახინჯოს… ჯამური პრეიოდის შემცირება, კი იწვევს დროის მონაკვეთების შემცირებასაც იმისთვის, რომ სტატისტიკური ანალიზისთვის მინიმალურად აუცილებელი მონაცემების რაოდენობა მივიღოთ.
ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიგნება, რომელიც Marshal Blume-ს ეკუთვნის, არის ის რომ მომდევნო პერიოდის ბეტა კორეაციაშია წინა პერიოდის ბეტასთან ასეთი ფორმულით:
β [i1] = 0.371+ 0.635 β[i2]
ამ ციფრების მიგნებას რთული სტატისტიკური ანალიზი დაჭირდა*, მაგრამ მნიშვნელოვანი შინაარსობრივად ის არის, რომ სტატისტიკური ანალიზით მიღებული, ისტორიული ბეტა რეალობას (ან მომავლის ბეტას) არ შეესაბამება.
უფრო კონკრეტულად – თუ ბეტა მეტია 1-ზე, მაშინ სტატისტიკური მონაცემი უფრო მაღალია ვიდრე რეალური, და პირიქით, როცა ნაკლებია ერთზე სტატისტიკური ბეტა უფრო ნაკლებია ვიდრე რეალური… სხვა სიტყვებით რეალური ბეტა ერთისკენ რეგრესირებს.
სწორედ ამ მიზეზით ბლუმბერგი აქვეყნებს Adjusted Beta-საც, = 0.33 + 0.67 β

ცხრილი წიგნიდან:
*Corporate Valuation Theory, Evidence and Practice
Mark E. Zmijewski; Robert W. Holthausen
Second Edition