ორგანიზაციის ღირებულება ჰორიზონტის მიღმა:
ორგანიზაციის ღირებულება იქმენება მომავლის ფულადი ნაკადებით. როგორც წესი ამ ფულად ნაკადებს ორ (ზოგჯერ სამ) ნაწილად ყოფენ, ზრდის ეტაპი და სტაბილურობის ეტაპი.
ისმის კითხვა, ორგანიზაციის ღირებულების რა წონა მოდის ახლო მომავალზე და რა წონა, ჰორიზონტის მიღმა მომავალზე.
ცხრილში, მოცემულია სხვადასხვა დისკონტირების განაკვეთისა და სტაბილური ზრდის ტემპის შემთხვევაში, ღირებულების რა წონა მოდის 10 წლის შემდეგ ფულად ნაკადებზე…
რაც ნაკლებია დისკონტირების განაკვეთი, და რაც მეტია სტაბილური ზრდის ტემპი, ღირებულების მით მეტი წონა მოდის შორეულ მომავალზე.
აქვე აღვნიშნავ ორ მნიშვნელოვან მომენტს:
1. ჯამური ღირებულების 99% როგორც წესი მოდის პირველ 50 წელიწადზე;
2. ჰორიზონტს თუ შევამცირებთ 5 წლამდე, მაშინ ჰორიზონტს მიღმა დათვლილი ღირებულების წონა მნიშვნელოვნად გაიზრდება ≈ 80%
მორალი:
ორგანიზაციის შეფასებისას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, არა მხოლოდ ახლო მომავლის კარგად პროგნოზირებას, არამედ შორეულ მომავალის პარამეტრების სწორად შერჩევას…

წყარო:
Corporate Valuation Theory, Evidence and Practice
Mark E. Zmijewski; Robert W. Holthausen
Second Edition