დაუხარისხებელი
ეკონომიკური რენტა

აგენერირებს თუ არა თქვენი ორგანიზაცია "ეკონომიკურ რენტას"? კიდევ რამდენი ხანი შეძლებს?
ეკონომიკური რენტა არის მოგება რომელიც კაპიტალის ღირებულებას (WACC) აღემატება. მის არსებობას განსაზღვრავს ორგანიზაციის უნარი, მოძებნოს და განახორციელოს დადებითი NPV პროექტები. ეს კი ობიექტურად დამოკიდებულია კონკურენტული უპირატესობის ქონაზე. აქ ისმის კითხვა, რა კონკურენტული უპირატესობა აქვს ორგანიზაციას და კიდევ რამდენი ხანი ექნება ეს უპირატესობა...
ეკონომიკური რენტის კონცეფციის გააზრება არის მნიშვნელოვანი იმ კუთხით რომ, ზოგჯერ მეტნაკლებად ლიკვიდური აქტივის ფლობა რეალურ კონკურენტულ უპირატესობაში ერევათ.
ე.წ. "მაღაზიის პრობლემა" კარგად აჩვენებს ამ საყურადღებო მომენტს. პრინციპში შეგვიძლია მაღაზიის მაგივრად რესტორანიც ავიღოთ. შევადაროთ ერთმანეთს ორი რესტორანი ბელიაშვილზე. ერთი ფლობს საკუთარ შენობას, მეორეს ქირით აქვს აღებული და ისე ამუშავებს. პირველის თავისუფალი ფული თვეში 100 000 ლარია, მეორესი კი 80 000 ლარი. თქვენი აზრით სად უფრო უკეთესი მენეჯმენტია? რომელი ორგანიზაციაა უფრო მომგებიანი?
ის რომ აქტივს ფლობ არ ნიშნავს რაიმე კონკურენტული უპირატესობა გაქვს როგორც ბიზნესს, რადგან უნდა გაითვალისწინო ალტერნატიული შემოსავლების დანაკარგები, რომელზეც უარს ამბობ იმისთვის რომ აქტივი გამოიყენო შენს საქმეში... ვინ იცის იქნებ დადგეს დრო, როცა აქტივის გაქირავებით მიღებულმა წმინდა შემოსავლებმა ბიზნესით გენერირებულს გადააჭარბოს... ან იქნებ დღესვე ჯობდეს რომ თქვენი აქტივი მიაქირაოთ მას ვინც უკეთესად (უკეთესი ფუნქციით) გამოიყენებს და თქვენ კიდევ უკეთესი აქტივი იქირაოთ მიღებული შემოსავლების საფუძველზე?
ამიტომ თითქმის ყოველთვის შეცდომაა, როცა აქტივიდან გამომდინარე ხდება ბიზნესის დაბადება... პირადად მე ეს შეცდომა ≈ 200 000 $ დამიჯდა...
ასევე, ხშირი შეცდომაა, როცა საქმიანობის გაფართოება გსურს და აქტივის ყიდვაზე ფიქრობ... ეს ნიშნავს რომ დადებითი NPV პროექტის ნახვა აღარ შეგიძლია და ინვესტორების ფულის დაბანდებას უძრავ ქონებაში ახორციელებ...
პ.ს.
ორგანიზაციის შეფასებაში, მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ეკონომიკური რენტის გააზრების ნაწილს. თუ სწორად არ შეაფასეთ რა კონკურენტული უპირატესობა აქვს ორგანიზაციას, გრძელვადიანი პროგნოზები მომგებიანობის ზრდის შესახებ შეცდომაში შეგიყვანთ...
ნახეთ იუთუბის ბმულიც, ვფიქრობ ავტორს საინტერესოდ აქვს გადმოცემული:
https://www.youtube.com/watch?v=ZZ_fnscfprg