Business Value
CFO-ები ERP-ის შესახებ

2000-2017 წლების, 10 ათასი, #CFO-ს გამოკითხვა, იმის შესახებ თუ როგორ აფასებენ კაპიტალის რისკის პრემიას - ანუ უკუგების მოლოდინსა და ათწლიან T-Bond-ებს შორის სხვაობას. დიაგრამაზე მოცემულია, რომ - პიკი იყო 4.56%, საშუალო კი - 3.63%.*
თუ შევადარებთ ამ ციფრებს ინდივიდუალური ინვესტორების გამოკითხვას აშკარა სხვაობას დავინახავთ. მაგ. 2004 წლის, 1500 ინვესტორის გამოკითხვით უკუგების მოლოდინი 12.8% იყო. თუ ამ ციფრს იმავე პერიოდის ურისკო განაკვეთს უხეშად გამოვაკლებთ, კაპიტალის რისკის პრემია 8.3% გამოვა*. როგორც ჩანს სადღაც ორჯერ აღემატება ინდივიდუალური ინვესტორების მოლოდინი ფინანსური დირექტორებისას;
ინსტიტუციონალური ინვესტორების გამოკითხვები (Shiller, UBS...) ახლოს არის უფრო ფინანსური დირექტორების გამოკითხვის შედეგებთან ვიდრე ინდივიდუალური ინვესტორების. ხშირად, მათი შეფასებები უფრო დაბალიც არის ვიდრე CFO-ების. მაგალითად, 2020-ში 2.5%-ზეც იყო ჩამოსული*.
რაც შეეხება აკადემიკოსების და ანალიტიკოსების შეფასებებს (Fernandez, Aguirreamalloa and L. Corres; 2011), მათი საშუალო აზრი 5.0%-5.6% შორის მერყეობს, 1.6%-მდე სტანდარტული გადახრით*.
*Equity Risk Premiums (ERP): Determinants, Estimation, and Implications – The 2022 Edition Updated: March 23, 2022 Aswath Damodaran; Stern School of Business