ღირს თუ არა Apple-ს აქციების ყიდვა დღეს?
მინდა მოლოდინების თემას, ან როგორც მას უწოდებენ, “მოლოდინების სარბენ ბილიკს” შევეხო.

გრაფიკებზე მოცემულია ორი სავაჭრო ქსელის Wallmart-ის და Target-ის ისტორიული მონაცემები, 1994-2005 წლებში.



2005 წლისთვის ვოლმარტის გაყიდვები 2-ჯერ მეტი, ხოლო ინვესტირებულ კაპიტალზე უკუგება თითქმის ყოველთვის მნიშვნელოვნად აღემატებოდა ტარგეტისას (გრაფიკზე – ROIC). ანუ როგორც ორგანიზაცია, ამ პერიოდში, ვოლმარტი ბევრად უკეთესი იყო ვიდრე ტარგეტი.

თუმცა, როგორც მეორე გრაფიკიდან ჩანს ტარგეტის აქციონერებმა ამვე პერიოდში 2-ჯერ მეტი მოგება გააკეთეს. (გრაფიკზე TRS -ინდექსი, – Total Shareholders Return = დივიდენდებს + აქციების ფასის ზრდა).

რასთან გვაქვს საქმე?

საქმე იმაშია რომ, როცა კარგი კომპანია ძალიან კარგი ხდება ის ქმნის მოლოდინებს, რომელიც აქციის ფასში ასახულია და მერე უწევს ამ მოლოდინების გამართლებისთვის “სარბენ ბილიკზე” თავდაუზოგავი სირბილი. მაღალი ზრდის (Growth) და კაპიტალზე უკუგების (ROIC) მუდმივად შენარჩუნება რთულია, და ძირითადად შეუძლებელი…

მეორეს მხრივ, საშუალო კომპანიას უფრო მეტი შანსი აქვს რომ მოლოდინებს გადააჭარბოს, რადგან არსებობს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში და ოპერაციულ მენეჯმენტში ოპტიმიზაციის რეზერვები. მოლოდიების გადაჭარბება კი აქციების ფასის ზრდას იწვევს…

დასანანია, რომ სწორედ ამ მიზეზის გამო, ხშირად დაბალი კვალიფიკაციის მენეჯერები უფრო მეტად ანაზღაურებადნი ხდებიან ვიდრე მაღალი კვალიფიკაციის, რადგან მათი ბონუსების სისტემა უმეტესწილად მოლოდინების გადაჭარბებაზეა მიბმული (Call ოფციები).

ახლა მათავრ კითხვას დავუბრუნდეთ:
ღირს თუ არა Apple-ის აქციების ყიდვა დღეს?

ამ კითხვაზე სწორი პასუხი რომ მქონდეს, ალბათ უკვე მილიარდელი ვიქნებოდი :), თუმცა შემიძლია რამოდენიმე დეტალს შევეხო.

ეიპლი წლების განმავლობაში მაღალ საოპერაციო მარჟებს ინარჩუნებს, ასევე ROIC-იც ძალიან მაღალი აქვს, ჭარბი ქეშიც…

მომგებიანობის მხრივ მენეჯმენტს ვერაფერს დაუწუნებ. თუმცა, ჩემი გაანგარიშებებით, მიმდინარე ფასი რომ გაამართლოს წლიური 5-6 %-ანი გრძელვადიანი ზრდა უნდა უზრუნველყოს…

2013-23 წლებში გაყიდვების საშუალო ზრდა 9.11% იყო, მაგრამ ზრდის ტემპის მერყეობა ძალიან მაღალია. იყო წლები 30%-ზე მეტი ზრდით, და უარყოფითი ზრდითაც. მაგალითად, გასულ საანგარიშო წელს (09/2023) 2.8%-იანი შემცირება დაფიქსირდა.

წყარო:
https://www.morningstar.com/stocks/xnas/aapl/valuation
https://finance.yahoo.com/quote/AAPL/

ვფიქრობ, დღევანდელი ფასი (≈ 230$) სამართლიანი ფასის არეალშია, მაგრამ ფლუქტაცია მოსალოდნელია…

ბოლო ორი თვის უმრავლესი საექსპერტო შეფასებებით სამართლიანი ფასის ჩარჩო, სადღაც 185 $ – 210 $-ს შორისაა.

ჩემს პორთფელში ეიპლის აქციბის წონა დღეს 10%-მდეა. ბაფეტის პორთფელში 50%-ს აჭარბებს.

ვერაფერს გირჩევთ, თქვენი გადასაწყვეტია…

გრაფიკების და მოსაზრებების წყარო:

Value: The Four Cornerstones of Corporate Finance
by McKinsey & Company Inc., Tim Koller, Richard Dobbs, Bill Huyett