შინაარსზე გადასვლა

Business Value

კატასტროფის რისკი

ახდენს თუ არა საინვესტიციო ბაზარი კატასტროფის რისკის გათვალისწინებას Equity Risk Premium-ში?

მაკრო მასშტაბის კატასტროფის ალბათობა დიდი არ არის, მაგრამ ის პერიოდულად მაინც ხდება. ამ დროს ეკონომიკური აქტივობა მკვეთრად ეცემა, აქტივები უფასურდება და ინვესტორები დოვლათს თითქმის სრულად კარგავენ...

24 ქვეყნის 100 წლიანი კვლევა (Barro, Nakamura, Steinsson and Ursua; 2009) აჩვენებს, რომ კატასტროფების საშუალო ხანგძლივობა 6 წელია, და მხოლოდ დანაკარგების ნახევარი, ისიც გრძელვადიან პერიოდში, ნაზღაურდება*.

ასევე, 1870-2007 წლების 87 მძიმე კრიზისის კვლევის (Barro and Ursua, 2009) შედეგები აჩვენებს, რომ აქციების ფასზე კატასტროფის უარყოფითი გავლენა საშუალოდ 22%-ია, და კაპიტალზე რისკის პრემია 7% მაინც უნდა ყოფილიყო რომ გაწეული რისკი გაემართლებინა*.

ვფიქრობ, მხოლოდ რისკის ამ ნაწილისთვის 7% ძალიან მაღალი ციფრია. როგორც ჩანს საინვესტიციო ბაზარი აქ გადამეტებულ ოპტიმიზმს ავლენს და სრულად ვერ ითვალისწინებს კატასტროფის რისკებს...

*Equity Risk Premiums (ERP): Determinants, Estimation and Implications – The 2013 Edition Updated: March 2013; Aswath Damodaran; Stern School of Business

Discover more from Eon Investment

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading