economy
-

წარმოიდგინეთ რომ გაქვთ კომერციული უძრავი ქონება, რომელსაც 10 წლიანი, ფიქსირებულ ტარიფიანი, იჯარით აქირავებთ. კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ კი უნდა მოახდინოთ კიდევ 10 წლით დაკონტრაქტება, ოღონდ ახალი ფასით. როგორ უნდა შევაფასოთ ასე მიღებული ფულადი ნაკადების და შესაბამისად უძრავი ქონების ღირებულება? აქ საინტერესოა, რომ გრძელვადიანი კონტრაქტებით გაქირავებული უძრავი ქონების შესაფასებლად დისკონტირების ორ განაკვეთს იყენებენ: განვიხილოთ მაგალითზე. დავუშვათ…
-

სამშენებლო-დეველოპერულ სექტორში ბუშტის წარმოქმნა შეიძლბა სხვადასხვა მიზეზმა გამოიწვიოს, თუმცა აქ ორ მნიშვნელოვან სისტემურ ფაქტორს მინდა ხაზი გავუსვა, – ესენია: 1. მათრახის ეფექტი და 2. მოთხოვნა-მიწოდების სპეციფიური დინამიკა. მოვლენას მათრახის ეფექტი დაარქვეს იმიტომ, რომ თავში ფასების მცირედი ცვლილება, კუდში დიდ მერყეობას იწვევს. საბოლოო პროდუქტის ფასების ცვლილება, გავლენას ახდენს მთელ ღირებულებათა ჯაჭვზე, გავლენა რეზონირდება და ძლიერდება ყოველ…
-

ვენჩურული ფონდები სტარტაპების დასაფინანსებლად ძირითადად პრივილეგირებული აქციის ფორმატს იყენებენ (გამოთხოვადი, კონვერტირებადი, სავალდებულოდ კონვერტირებადი, ავტომატურად კონვერტირებადი და. ა.შ.) შეთანხმების დეტალებიდან გამომდინარე დგება ე.წ. Exit Diagram-ები, რომლებიც აჩვენებენ თუ როგორ ხდება მოგების/ქონების გაყოფა ფონდის გასვლის შემთხვევაში (IPO-ზე გასვლისას, ლიკვიდაციისას ან მნიშვნელოვანი წილის გაყიდვისას). მაგალითისთვის, ქვემოთ დიაგრამაზე მოცემულია კონვერტირებადი აქციების შემთხვევაში ფონდის გასვლის მარტივი დიაგრამა და მომგებიანი კონვერტაციის…
-
მაღალი ინფლაცია ახდენს ორგანიზაციის ღირებულების ჩამოშლას, რადგან ინფლაციური წნეხის გადატანა მომხმარებელზე რთულია და ხშირად ინიციატივას მოკლებულიც – მენეჯერები ხშირად ვერ აცნობიერებენ რა გავლენას ახდენს ინფლაცია ღირებულებაზე და არ ცდილობენ ფასების ადეკვატურად აწევას… გრაფიკზე მოცემულია ფულადი ნაკადების გენერირების სამი ვარიანტი, იმ დაშვებით რომ ორგანიზაციის რეალური ზრდა არ ხდება: იმისთვის რომ ინფლაციამ არ მოახდინოს ორგანიზაციის ღირებულების (აქციების…
-
შვილობილი კომპანიები რომლებიც ოპერირებენ სხვა ქვეყანაში, იყენებენ ადგილობრივ ვალუტას. ამიტომ მათი შეფასება საჭიროებს განსაკუთრებული ნიუანსების გათვალისწინებას. ამ ჩანაწერში ვისაუბრებ სხვა ქვეყანაში მოქმედი შვილობილი კომპანიის ფულადი ნაკადების პროგნოზირებაზე. აქ ორი მიდგომა არსებობს: მნიშვნელობა არ აქვს რომელი მეთოდის გამოყენება მოხდება, საბოლოო შედეგი უნდა იყოს ერთიდაიგივე. იმისთვის რომ ორივე ვალუტაში გაკეთებული გაანგარშებებით ერთიდაიგივე შედეგი მივიღოთ, აუცილებელია, რომ წინასწარ…
You must be logged in to post a comment.