მაღალი ინფლაცია ახდენს ორგანიზაციის ღირებულების ჩამოშლას, რადგან ინფლაციური წნეხის გადატანა მომხმარებელზე რთულია და ხშირად ინიციატივას მოკლებულიც – მენეჯერები ხშირად ვერ აცნობიერებენ რა გავლენას ახდენს ინფლაცია ღირებულებაზე და არ ცდილობენ ფასების ადეკვატურად აწევას…
გრაფიკზე მოცემულია ფულადი ნაკადების გენერირების სამი ვარიანტი, იმ დაშვებით რომ ორგანიზაციის რეალური ზრდა არ ხდება:
- ინფლაციის გარეშე;
- 15%-ანი ინფლაცია, მენეჯმენტმა საოპერაციო მოგება გაზარდა 15%-ით;
- 15%-ანი ინფლაცია, მენეჯმენტმა მოახერხა წნეხის სრულად გადატანა მომხმარებელზე.

იმისთვის რომ ინფლაციამ არ მოახდინოს ორგანიზაციის ღირებულების (აქციების ფასების) დაცემა, მენეჯმენტმა უნდა უზრუნველყოს გენერირებული თავისუფალი ფულის ოდენობის ინფლაციის ადეკვატურად გაზრდა. თუმცა, როგორც დიაგრამაზე ჩანს, მხოლოდ მოგების 15%-ით გაზრდის შემთხვევაში, გენერირებული თავისუფალი ფული მცირდება…
ამას იწვევს ის ფაქტი, რომ რეალურად საოპერაციო მოგების დათვლისას ცვეთა ძველი საბალანსო ღირებულების შესაბამისად ხდება, ხოლო კაპიტალში რეინვესტირება კი საჭიროა ახალი ინფლაციური ფასებით. შესაბამისად CapEx-ი აჭარბებს ცვეთას, მაშინაც კი თუ ორგანიზაციის რეალური ზრდა არ ხდება. ამ ორი ციფრის რებალანსირებას კი წლები ჭირდება (ჩვენ მაგალითის შემთხვევაში 17 წელი გამოვიდა – Excel Model).
იმისთვის, რომ ფულადი ნაკადები გაყვეს ინფლაციის ტემპებს, ორგანიზაციას ჭირდება საოპერაციო მოგების უხეშად ორჯერ უფრო მაღალი ტემპით გაზრდა… არის ეს შესაძლებელი?
პ.ს.
არსებობენ ქვეყნები სადაც ინფლაცია მუდმივად მაღალია, და მათი კორპორაციების ცხვრება ამით გართულებულია, თუმცა გასულ წლებში განვითარებულ ქვეყნებშიც ძალიან მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა, და შეფასების პროცესში წარსულის სტატისტიკაზე დაყრდნობა დღეს შეცდომაში შემყვანი იქნება. მინიმუმ გასათვალისწინებელია შემდეგი მომენტები:
- ზრდის მაჩვენებელი იქნება გადაჭარბებული, რადგან ნომინალურ ციფრებში ინფლაციის გავლენა ძალიან დიდი იყო;
- კაპიტალზე ბრუნვის მაჩვენებელი იქნება ასევე გადაჭარბებული რადგან გრძელვადიანი აქტივები ისტორიული ფასებით იქნება განსაზღვრული;
- საოპერაციო მარჟები იქნება გადაჭარბებული, რადგან აქტივების ცვეთა გაყიდვებთან მიმართებაში პროპორციულად იქნება შემცირებული;
- ფინანსური ლევერეჯის მაჩვენებლები შეიძლება იყოს დამახინჯებული, მცურავი საპროცენტო განაკვეთის ან ახალი სესხების გამო;
მაღალი ინფლაცია როგორც წესი იწვევს აქციების ფასების დაცემას, რადგან მეტ უკუგებას ითხოვს ბაზარი და P/E მაჩვენებელი მნიშვნელოვნად უარესდება, ხოლო ინფლაციის დარეგულირების შემდეგ აქციის ფასები ძველ ექვილიბრიუმს უბრუნდება…
წყარო: Valuation, Measuring and Managing the Value of Companies – by McK.&Co, T. Koller, M. Goedhart, D. Wessels
You must be logged in to post a comment.